06.11.2026

ცირკულარული ეკონომიკის განვითარება და პასუხისმგებლიანი ნარჩენების მართვა

ცირკულარული ეკონომიკის განვითარება და პასუხისმგებლიანი ნარჩენების მართვა
ცირკულარული ეკონომიკა თანამედროვე გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მისი მთავარი მიზანი რესურსების ეფექტიანი გამოყენება, ნარჩენების შემცირება და გამოყენებული მასალების ეკონომიკურ ციკლში დაბრუნებაა.

ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ნარჩენების სწორ მართვასა და იმ ორგანიზაციების საქმიანობას, რომლებიც ამ სისტემის გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ.

საქართველოში ამ მიმართულებით მნიშვნელოვან როლს ასრულებს თეგეტა გრინ პლანეტი - 2022 წლიდან მოქმედი მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) ორგანიზაცია, რომელიც სპეციფიკური ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობაზე მუშაობს.

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სისტემა გულისხმობს, რომ მწარმოებლებისა და იმპორტიორების პასუხისმგებლობა პროდუქტის ბაზარზე განთავსებით არ სრულდება. ის პროდუქტის გამოყენების დასრულების შემდეგ წარმოქმნილი ნარჩენების მართვასაც მოიცავს.

სწორედ ამ პროცესის ორგანიზებაში მონაწილეობს თეგეტა გრინ პლანეტი. ორგანიზაცია მწარმოებლებსა და იმპორტიორებს ეხმარება კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაში და ქმნის მექანიზმს, რომლის საშუალებითაც სპეციფიკური ნარჩენების შეგროვება და სათანადო მართვა ორგანიზებულ სისტემაში ექცევა.

რა მიმართულებებით მუშაობს თეგეტა გრინ პლანეტი?

ორგანიზაციის საქმიანობა მოიცავს გამოყენებული საბურავების, ნარჩენი ზეთებისა და აკუმულატორების მართვას.

თითოეულ ამ კატეგორიას განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება, რადგან არასათანადო მართვის შემთხვევაში მათ გარემოზე მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება შეუძლიათ.

სწორად ორგანიზებული შეგროვებისა და გადამუშავების პროცესით კი შესაძლებელია ნარჩენებში არსებული რესურსების ხელახალი გამოყენება. მაგალითად, გამოყენებული საბურავებისგან მიღებული რეზინის გრანულები გამოიყენება სპორტული და საბავშვო სივრცეების საფარებში, გზების მშენებლობასა და სხვა დანიშნულებით. აკუმულატორებიდან შესაძლებელია სხვადასხვა მასალის აღდგენა და ხელახალი გამოყენება.

ამგვარად, ნარჩენი მხოლოდ გარემოსდაცვითი გამოწვევა აღარ არის, ის მეორეული რესურსისა და ახალი ეკონომიკური ღირებულების შექმნის შესაძლებლობაა.

ერთი ორგანიზაცია - საერთო გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა

თეგეტა გრინ პლანეტის საქმიანობა მხოლოდ ნარჩენების მართვის პროცესების ორგანიზებით არ შემოიფარგლება. ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე, ბიზნესთან თანამშრომლობასა და გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობაზე.

საგანმანათლებლო შეხვედრები სკოლებსა და უნივერსიტეტებში, საინფორმაციო კამპანიები რეგიონებში, პარტნიორებთან თანამშრომლობა და სხვადასხვა გარემოსდაცვითი ინიციატივა ემსახურება საერთო მიზანს, ნარჩენების მართვის კულტურის განვითარებასა და საზოგადოების ჩართულობის გაზრდას.

ცირკულარული ეკონომიკის განვითარება მხოლოდ ერთი ორგანიზაციის პასუხისმგებლობა ვერ იქნება. მასში მნიშვნელოვანი როლი აქვს როგორც ბიზნესს, ისე თითოეულ მომხმარებელს.

ნარჩენის შესაბამის სისტემაში ჩაბარება, მწარმოებლის მიერ ვალდებულების შესრულება და მგვ ორგანიზაციების ეფექტიანი საქმიანობა ერთმანეთთან დაკავშირებული პროცესებია.

თეგეტა გრინ პლანეტის მიზანიც სწორედ ამ პროცესების გაძლიერებაა, შევქმნათ სისტემა, სადაც გამოყენებული პროდუქტი არ კარგავს ღირებულებას, ნარჩენი იქცევა რესურსად, ხოლო გარემოზე ზრუნვა საერთო პასუხისმგებლობა ხდება.