პარტნიორობა

პარტნიორობა

    თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შემოუერთდეთ „თეგეტა გრინ პლანეტს“ ნარჩენების სწორად მართვის ხელშეწყობაში. ერთობლივი თანამშრომლობით ჩვენ მოვახდენთ გარემოს დაბინძურების პრევენციასა და შემცირებას, რესურსების მდგრად გამოყენებასა და რაც მთავარია გლობალურ დათბობაზე ზემოქმედების შემცირებას.

     ერთობლივი მიზნის უშუალო განხორციელებამდე კი საკმარისია მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა:

ნაბიჯი #1

გადმოწერეთ და გაეცანით ქვემოთ მოცემულიდან თქვენი მიმართულების შესაბამის ხელშეკრულებას:
  1. აკუმულატორების ნარჩენების მართვის ხელშეკრულება
  2. ზეთების ნარჩენების მართვის ხელშეკრულება
  3. საბურავების ნარჩენების მართვის ხელშეკრულება

ნაბიჯი #2

გადმოწერეთ და შეავსეთ ქვემოთ მოცემულიდან თქვენი მიმართულების განაცხადის ფორმას:
  1. აკუმულატორების ნარჩენების მართვის განაცხადის ფორმა
  2. ზეთების ნარჩენების მართვის განაცხადის ფორმა
  3. საბურავების ნარჩენების მართვის განაცხადის ფორმა

ნაბიჯი #3

გადმოწერილ განაცხადის ფორმაში ჩაწერეთ თქვენი ან/და თქვენი კომპანიის რეკვიზიტები და მოაწერეთ ხელი.


ნაბიჯი #4

ხელმოწერილი განაცხადის ფორმა გამოგვიგზავნეთ უკუკავშირის ფორმის მეშვეობით. 


„გაცნობებთ, რომ რეციკლირების წინასწარი შენატანი შესაბამისი ნარჩენების მიმართულებით განისაზღვრება შემდეგი სახით:
 
ა) 1 კგ. ნარჩენი ზეთისთვის - 0,12 ლარი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
 
ბ) 1 კგ. საბურავების ნარჩენებისთვის - 0,12 ლარი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
 
გ) 1 კგ. აკუმულატორების ნარჩენებისთვის - 0,30 ლარი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით; 


                                                                                 დარწმუნებულნი ვართ, რომ ურთიერთთანამშრომლობით ჩვენ შევცვლით სამყაროს უკეთესობისაკენ!
პარტნიორობა