თეგეტა გრინ პლანეტის დირექტორი შალვა ახვლედიანი სტუმრად გადაცემაში „მე და გარემო“
2024 წლის 25 სექტემბერს, „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორმა, შალვა ახვლედიანმა „მე და გარემოს“ ეთერში სპეციფიკურ ნარჩენებსა და მათ სწორ მართვასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირ „ორქისის“ ორგანიზებით მდგარდი დაფინანსების სემინარი გაიმართა
თეგეტა გრინ პლანეტის წარმომადგენლებმა გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის „მმართველობის რეფორმის ფონდი“ (GRF) ქვეპროექტის, „ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა მმართველობისა და პოლიტიკის გასაძლიერებლად“, ფარგლებში გამართულ მდგრადი დაფინანსების თემატურ სემინარში მიიღეს მონაწილეობა
„თეგეტა გრინ პლანეტმა“ „დებატების ეროვნული ტურნირის“ მონაწილეები დააჯილდოვა
სასტუმრო „ბილტმორში“ პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. საზეიმო ცერემონიაზე „დებატების ეროვნული ტურნირის“ საუკეთესო მომხსენებლები დააჯილდოვეს.
გარემოს დაცვის თემაზე დებატების ეროვნული ტურნირის ფინალი გაიმართა
23 ივნისს, გარემოს დაცვის თემაზე დებატების ეროვნული ტურნირი გაიმართა და მასში მონაწილეობა მთელი საქართველოდან დებატკლუბების საუკეთესო მოსწავლეებმა მიიღეს.
თეგეტა გრინ პლანეტის მხარდაჭერით მოსწავლეებმა დიღმის ჭალები დაასუფთავეს
თეგეტა ჰოლდინგისთვის გარემოსდაცვითი პროექტების მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, თეგეტა გრინ პლანეტი თბილისის ახალგაზრდული კლუბის ინიციატივით მოწყობილი გარემოსდაცვითი აქტივობის მხარდამჭერი იყო.
ასობით მოხალისე გარემოსთვის - ბაკურიანის დალაგების ფესტივალი „სადაგისა“ და „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით გაიმართა
საქველმოქმედო ორგანიზაცია „სადაგის“ ორგანიზებით 15-16 ივნისს ბაკურიანის დალაგების ფესტივალი მოეწყო. ღონისძიებაში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ასობით მოხალისე ჩაერთო. ეკოფესტს ოქროს სპონსორის სტატუსით წელს უკვე მეორედ შეუერთდნენ „თეგეტა ჰოლდინგი“ და „თეგეტა გრინ პლანეტი“. სპონსორობის პარალელურად, ეკოფესტში მოხალისეებად ჰოლდინგის 30-მდე თანამშრომელიც მონაწილეობდა.
თეგეტა ჰოლდინგმა გარემოს დაცვის თემაზე დებატების ეროვნული ტურნირის მონაწილეებს უმასპინძლა
ნარჩენების მართვის ეფექტიანობა, ეკომეგობრული ინიციატივები და თეგეტას გარემოსდაცვითი პოლიტიკა - ამ საკითხებზე თეგეტა აკადემიაში დებატების ეროვნული ტურნირის მონაწილეებთან ერთად ისაუბრეს. მოსწავლეებს თეგეტა გრინ პლანეტის დირექტორმა შალვა ახვლედიანმა და კომპანიის შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამარ დოლიძემ უმასპინძლეს.
სოციალური და ეკოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად სოციალური საწარმო კაფე მზიური ქმნის სივრცეს ყველა შესაძლებლობის მქონე ადამიანისთვის და მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევა.
თეგეტა გრინ პლანეტის წარმომადგენლები ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების შესახებ შეხვედრის მონაწილეები არიან
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - “ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში” ფარგლებში 2024 წლის 28-30 მაისს, თელავში, გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს „თეგეტა გრინ პლანეტის“ წარმომადგენლებმა.
ტურნირი, 29 მაისს საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა და მასში მონაწილეობა დასავლეთ საქართველოს სკოლებში არსებული დებატკლუბების 100-მდე მოსწავლემ მიიღო. აღნიშნული ღონისძიება განხორციელდა „ეიპიემ ტერმინალს ფოთისა“ და „თეგეტა გრინ პლანეტის“ მხარდაჭერით.
პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში საჯარო ლექცია გაიმართა
2024 წლის 25 აპრილს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში საჯარო ლექცია გაიმართა. ლექცია დებატების ტურნირის სამზადისის ფარგლებში ჩატარდა, სადაც დებატების სკოლისა და კლუბების მოსწავლეებმა სხვადასხვა გარემოსდაცვით გამოწვევებზე იმსჯელეს, მათ შორის, კლიმატის ცვლილების, ნარჩენების მართვის, ბიომრავალფეროვნებისა და წყლის რესურსების შესახებ.
თეგეტა გრინ პლანეტის წარმომადგენლებმა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ ორგანიზებულ ცირკულარული ეკონომიკის პროგრამის შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა
2024 წლის 29 აპრილს გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა ცირკულარული ეკონომიკის პროგრამის პირველ შეხვედრას უმასპინძლა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს თეგეტა გრინ პლანეტის წარმომადგენლებმაც.
თეგეტა ჰოლდინგმა და თეგეტა გრინ პლანეტმა დედამიწის დღე აღნიშნეს
თეგეტა ჰოლდინგმა 2024 წლის 22 აპრილს დედამიწის დღე აღნიშნა და, 193 ქვეყანასთან ერთად, ყოველწლიურ ღონისძიებას შეუერთდა. დედამიწის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება.
წარმატებული მოდებატეების შეხვედრა დედამიწის დღესთან დაკავშირებით
22 აპრილს გაიმართა სტუდენტებისა და მოსწავლეების ერთობლივი შეხვედრა დედამიწის დღესთან დაკავშირებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ღონისძიებაზე 2024 წლის სტუდენტური ფესტივალის ტურნირის საუკეთესო მოდებატეები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, შეხვდნენ სტუდენტებს და დებატების სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც აქტიურად ემზადებიან დებატების ეროვნული ტურნირისთვის გარემოსდაცვით თემატიკაზე.
უწყვეტად მიმდინარეობს სამზადისი დებატების ეროვნული ტურნირისთვის
2024 წლის 24 მარტს ჩატარდა მორიგი თემატური შეხვედრა დებატების ტურნირსთვის მოსამზადებლად. სკოლის მოსწავლეები შეხვდნენ თეგეტა გრინ პლანეტის დირექტორს, შალვა ახვლედიანსა და გარემოს დაცვითი მიმართულებით ექსპერტს, ეკა მიქაძეს.
თეგეტა გრინ პლანეტის წარმომადგენლებმა ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის განვიტარების საკითხხზე გამართულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა
2024 წლის 20 მარტს თეგეტა გრინ პლანეტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ დაორგანიზებულ შეხვედრაში.
CSR როგორც ბიზნესმოდელი და სამი ჯილდო გასულ წელს - თეგეტა ჰოლდინგი 2023-ის CSR საქმიანობას აფასებს
,,თეგეტა ჰოლდინგი" პირველი მსხვილი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კორპორაციული მდგრადობის სტრატეგია შეიმუშავა და მას თანმიმდევრულად მიჰყვება.
თეგეტა გრინ პლანეტის წარმომადგენლებმა, ბელგიაში, ნარჩენების მართვასა და ცირკულარული ეკონომიკის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა
თეგეტა გრინ პლანეტის წარმომადგენლებმა ბელგიაში გამართულ ვიზიტის ფარგლებში გარემოსდაცვით საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელ, დევორ პეკანსს, ევროკომისიის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელ, მეთიუ ბუსკესა და ევროკომისიის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის თემატურ ოფიცერს, სანდრინ ბოუშამპს შეხვდნენ.
თეგეტა გრინ პლანეტის დირექტორმა მონაწილეობა მიიღო „მდგრადი განვითარების თანამედროვე გამოწვევების“ შესახებ კონფერენციაში
25 ნოემბერს „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის” ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და მდგრადი განვითარების ინტერდისციპლინარული კვლევების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ინტერდისციპლინარული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „მდგრადი განვითარების თანამედროვე გამოწვევები“.
თეგეტა გრინ პლანეტის დირექტორმა ნარჩენების მართვისა და მგვ-ის ორგანიზაციების საქმიანობის დღგ-ით დაბეგვრის საკითხის განხილვაში მიიღო მონაწილეობა
6 ნოემბერს საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ჩატარდა შეხვედრა ნარჩენების მართვისა და მგვ-ის ორგანიზაციების საქმიანობის დღგ-ით დაბეგვრის საკითხის შესახებ. შეხვედრაში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურისა და მგვ-ის ორგანიზაციების წამომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
„თეგეტა გრინ პლანეტმა“ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესახებ ბათუმში პარტნიორებისთვის პრეზენტაცია გამართა
3 ნოემბერს ბათუმში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისა და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) ორგანიზაციების მიზნებისა და ვალდებულებების შესახებ „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა ორგანიზაციამ, „თეგეტა გრინ პლანეტმა“, ღონისძიება გამართა.
50-ამდე სოციალური საწარმო ერთ სივრცეში – „თეგეტა გრინ პლანეტი“ B2B გამოფენის ოქროს სპონსორი იყო
50-ამდე საწარმო და 300 სტუმარი – სოციალური საწარმოების B2B გამოფენა საქართველოში უკვე მეოთხედ გაიმართა. ღონისძიების მიზანი იყო სოციალურ საწარმოებსა და ბიზნესსექტორს შორის პარტნიორობის ხელშეწყობა, პასუხისმგებლობიანი შესყიდვების პრაქტიკის დანერგვა და მეტი სოციალური და გარემოსდაცვითი გავლენის უზრუნველყოფა.
თეგეტა გრინ პლანეტის წარმომადგენლებმა საქართველოს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ეროვნული გზამკვლევის შემუშავების მიზნით გამართულ პირველ პლენარულ სხდომაში მონაწილეობა მიიღეს
2023 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირ „ორქისის“ ორგანიზებით, გაიმართა პლენარული სხდომა საქართველოს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ეროვნული გზამკვლევის შემუშავების მიზნით.
თეგეტა გრინ პლანეტის წარმომადგენლებმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა
2023 წლის 19 ოქოტმბერს თეგეტა გრინ პლანეტის წარმომადგენლებმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა, რომლის მთავარი საკითხი მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება იყო.
თეგეტას თანამშრომლებისთვის საინფორმაციო კამპანია „იზრუნე გარემოზე“ ჩატარდა
„თეგეტა ჰოლდინგმა“ და „თეგეტა გრინ პლანეტმა“ გარემოზე ზრუნვის იდეით, სოციალურ საწარმო „ზერო ეფექტთან“ ერთად, ჰოლდინგის თანამშრომლებისთვის წამახალისებელი საინფორმაციო კამპანია გამართეს.
თეგეტა გრინ პლანეტის მიერ მხარდაჭერილი გარემოსდაცვითი კონკურსი - „ეკოსკოლელების გზავნილები“ დასრულდა
ორგანიზაციის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ინიციატივით შექმნილი კონკურსი - „ეკოსკოლელების გზავნილები“, სრულად, 7 ივლისს დასრულდა. გარემოსდაცვითი კონკურსი, რომლის მთავარი მხარდამჭერი „თეგეტა გრინ პლანეტი“ იყო, მიზნად ისახავდა სკოლის მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცოდნის ამაღლებას, ეკოაქტივზმის წახალისებასა და ცნობიერების გაზრდას.
„თეგეტა გრინ პლანეტმა“ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესახებ პარტნიორებისთვის პრეზენტაცია გამართა
12 ივლისს „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი ორგანიზაციის „თეგეტა გრინ პლანეტის“ ორგანიზებით გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისა და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) ორგანიზაციების მიზნებისა და ვალდებულებების შესახებ ღონისძიება გაიმართა.
თეგეტა გრინ პლანეტის დირექტორმა „ნარჩნების მართვის ბიზნეს ასოციაციის“ მიერ დაორგანიზებულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
თეგეტა გრინ პლანეტის დირექტორი ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებული შეხვედრის მონაწილე იყო. 5 ივლისს დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ სამივე მგვ-ის წარმომადგენლები და გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი.
თეგეტა გრინ პლანეტის დირექტორამ, შალვა ახვლედიანმა სსიპ „გარემოსდაცვითი ინფომაციისა და განათლების ცენტრში“ ახალგაზრდებს წაუკითხა ლექცია. 4 ივლისს გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებულ ორგანიზაციაში ახვლედიანმა ახალგაზრდებს გააცნო მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციების არსებობის მიზნები და მათი მნიშვნელობა ქვეყნისთვის.
თეგეტა გრინ პლანეტის წარმომადგენლებმა კავკასიის რეგიონალური გარემოსდაცვითი ცენტრის შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა
20 ივნისს თეგეტა გრინ პლანეტის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწიოლეობა კავკასიის რეგიონალური გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში. მონაწილეებმა “ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში” პროექტის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად განიხილეს გარემოსდაცვითი გამოწვევები საქართველო.
თეგეტა გრინ პლანეტის წარმომადგენელმა გაიარა ტრენინგი თემაზე: "ნარჩენების მართვა, სტრატეგია, კანონმდებლობა და მათთან შესაბამისობის უზრუნველყოფა მართვის სისტემის მეთოდების გამოყენებით".
15-17 ივნისს თეგეტა გრინ პლანეტის წარმომადგენელმა გაიარა საკონსულტაციო კომპანია OM-Group-ის მიერ კერძო სექტორის ხელშეწყობის მიზნით, დაგეგმილი სამ დღიანი ტრენინგი თემაზე: "ნარჩენების მართვა, სტრატეგია, კანონმდებლობა და მათთან შესაბამისობის უზრუნველყოფა მართვის სისტემის მეთოდების გამოყენებით".
„თეგეტა გრინ პლანეტმა“ ცნობიერების ამაღლების მიზნით ფლაერები დაარიგა
2023 წლის მარტში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით „თეგეტა გრინ პლანეტმა“ დაარიგა ფლაერები. ფლაერი აღწერდა მგვ-ის ორგანიზაციის მუშაობის პრინციპებს და საზოგადოებას აცნობდა ინფორმაციას სპეციფიკური ნარჩენების მავნებლობასთან დაკავშირებით.
400 მოხალისე გარემოსთვის - ბაკურიანის დალაგების ფესტივალი „თეგეტა გრინ პლანეტის“ მხარდაჭერით ჩატარდა
5 ივნისს მსოფლიომ გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქველმოქმედო ორგანიზაცია „სადაგის“ ორგანიზებით, 3-5 ივნისს ბაკურიანის დალაგების ფესტივალი მოეწყო, რომელშიც 400-ამდე მოხალისე ჩაერთო თბილისიდან, გორიდან, ბორჯომიდან და ბაკურიანიდან. ამის შესახებ ინფორმაციას „თეგეტა ჰოლდინგი“ ავრცელებს.
თეგეტა გრინ პლანეტის დირექტორი ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების შესახებ შეხვედრის მონაწილეა
6-8 ივნისს თელავში გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - “ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში” ფარგლებში. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორმა, შალვა ახვლედიანმა.
თეგეტა გრინ პლანეტის დირექტორი შალვა ახვლედიანი სტუმრად გადაცემაში „მონეტიზაცია“
2023 წლის 2 ივნისს, „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორმა შალვა ახვლედიანმა, „პალიტრა ნიუსის“ ეთერში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესახებ ისაუბრა . გადაცემაში „მონეტიზაცია“ შალვა ახვლედიანთან ერთად, მიწვეულები იყვნენ „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის“ დირექტორი ივანე მთვრალაშვილი და „საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაციის“ დირექტორი გიორგი გულიაშვილი
„თეგეტა გარემოსთვის“ - „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022-ის გამარჯვებულია
Meliora 2022-ის გამარჯვებული მსხვილი კომპანია კატეგორიაში „მწვანე ინიციატივა“ „თეგეტა ჰოლდინგი“ გახდა. კონკურსში ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია პროექტით „თეგეტა გარემოსთვის“ მონაწილეობდა.
თეგეტა გრინ პლანეტის გარემოსდაცვითი ვიდეო თეგეტას ფილიალებშია
თეგეტა გრინ პლანეტმა დაამზადა ვიდეო მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესახებ. ვიდეოში აღნიშნულია, რომ სპეციფიკური ნარჩენების დახარისხებით და მათი ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად მართვით, შეგვიძლია სამყაროსთვის ახალი ღირებულება შევქმნათ.
„თეგეტა ჰოლდინგისა“ და „თეგეტა გრინ პლანეტის“ მხარდაჭერით, სოციალური ფესტივალი — მწვანე ბაზარი გაიმართა
3-4 ივნისს, 9 აპრილის ბაღში სოციალური ფესტივალი — მწვანებაზარი მოეწყო. ღონისძიებაზე მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე, მწვანე და სოციალური საწარმოებისგან შემდგარი, 70-მდე მეწარმის ნამუშევრები და პროექტები იყო წარმოდგენილი.
თეგეტა გრინ პლანეტის წარმომადგენლებმა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესახებ საინფორმაციო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა
2023 წლის 4-5 აპრილს კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის RECC და დანიური ორგანიზაცია COWI ორგანიზებით და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში.
„თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორი, შალვა ახვლედიანი და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი სტუმრად გადაცემაში, „ბიზნეს პარტნიორი“
2023 წლის 18 აპრილს, „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორმა შალვა ახვლედიანმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესახებ ისაუბრა . გადაცემაში „ბიზნეს პარტნიორი“ შალვა ახვლედიანთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი იყო მიწვეული.
„თეგეტა გრინ პლანეტმა“ ბაქსვუდის სკოლის მიერ ორგანიზებულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
2023 წლის 10 მაისს „თეგეტა გრინ პლანეტის“ წარმომადგენლებმა ბაქსვუდის სკოლის მიერ ორგანიზებულ ფორუმში მიიღეს მონაწილეობა. ფორუმი მდგრადი განვითარების მიზნებს ეძღვნებოდა და მასში მონაწილეობა თბილისის კერძო სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს.
„თეგეტა გრინ პლანეტ“ გარემოსთვის — თბილისის შემოვლითი გზის ტერიტორია საბურავებისგან უკვე გაწმენდილია
თბილისის შემოვლითი გზის ტერიტორია, რომელიც გარემოსთვის საზიანო ნარჩენებით, საბურავებით იყო დაბინძურებული, სრულად გაწმენდილია. ათასობით საბურავის გასატანად „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილ ორგანიზაცია „თეგეტა გრინ პლანეტს“ რამდენიმე დღე დასჭირდა.
„თეგეტა გრინ პლანეტ“ გარემოსდაცვითი კონკურსის - „ეკოსკოლელების გზავნილების“ მხარდამჭერია.
„ეკოსკოლელების გზავნილები“ — კონკურსი, რომლის მიზანი გარემოსდაცვითი ცოდნის ამაღლება და ეკოაქტივიზმის წახალისებაა, სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, მნიშვნელოვან გარემოსდაცვით აქტივობაში ჩაერთონ.