21.11.2025
თბილისის 11 სკოლაში ეკორჩევების წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
image
image
image

თბილისის 11 სკოლაში ეკორჩევების წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

თეგეტა გრინ პლანეტისა და მწვანე პოლუსის თანამშრომლობის ფარგლებში თბილისის 11 სკოლაში ეკორჩევების წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც 300-ზე მეტმა მოსწავლემ გარემოსდაცვით თემებსა და ეკოკულტურის მნიშვნელობაზე მიიღო ინფორმაცია.

მოზარდებმა გაიგეს, როგორ ხდება საავტომობილო ნარჩენების მართვა, რას გულისხმობს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება, რატომ არის მნიშვნელოვანი ეკომეგობრული ქცევები და რა როლს ასრულებს თეგეტა ამ პროცესებში.

შეხვედრების ბოლოს გამართულ ქვიზებში გამარჯვებულებს წასახალისებლად სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ასევე, ეკორჩევების თემაზე მომზადდა 15 საინფორმაციო პოსტერი, რომლებიც პარტნიორების სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

ეკორჩევების კრებული - https://shorturl.at/vR8ni