პარტნიორობა

პარტნიორობა

    თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შემოუერთდეთ „თეგეტა გრინ პლანეტს“ ნარჩენების სწორად მართვის ხელშეწყობაში. ერთობლივი თანამშრომლობით ჩვენ მოვახდენთ გარემოს დაბინძურების პრევენციასა და შემცირებას, რესურსების მდგრად გამოყენებასა და რაც მთავარია გლობალურ დათბობაზე ზემოქმედების შემცირებას.

     ერთობლივი მიზნის უშუალო განხორციელებამდე კი საკმარისია მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა:

ნაბიჯი #1

გადმოწერეთ და გაეცანით ქვემოთ მოცემულიდან თქვენი მიმართულების შესაბამის ხელშეკრულებას:
  1. აკუმულატორების ნარჩენების მართვის ხელშეკრულება
  2. ზეთების ნარჩენების მართვის ხელშეკრულება
  3. საბურავების ნარჩენების მართვის ხელშეკრულება

ნაბიჯი #2

გადმოწერეთ და შეავსეთ ქვემოთ მოცემულიდან თქვენი მიმართულების განაცხადის ფორმას:
  1. აკუმულატორების ნარჩენების მართვის განაცხადის ფორმა
  2. ზეთების ნარჩენების მართვის განაცხადის ფორმა
  3. საბურავების ნარჩენების მართვის განაცხადის ფორმა

ნაბიჯი #3

გადმოწერილ განაცხადის ფორმაში ჩაწერეთ თქვენი ან/და თქვენი კომპანიის რეკვიზიტები და მოაწერეთ ხელი.


ნაბიჯი #4

ხელმოწერილი განაცხადის ფორმა გამოგვიგზავნეთ უკუკავშირის ფორმის მეშვეობით. 


„გაცნობებთ, რომ 2024 წლის ივნისის თვიდან რეციკლირების წინასწარი შენატანი წევრების მხირდან გადასახდელია დღგ-ს გარეშე.
 
2025 წელს რეციკლირების წინასწარი შენატანი შესაბამის  პროდუქტების მიმართულებით განისაზღვრება შემდეგი სახით:
 
ა) 1 ტონა ზეთისთვის - 102 ლარი;
ბ) 1 ტონა საბურავებისთვის - 102 ლარი;
გ) 1 ტონა აკუმულატორებისთვის - 255 ლარი;“


                                                                                 დარწმუნებულნი ვართ, რომ ურთიერთთანამშრომლობით ჩვენ შევცვლით სამყაროს უკეთესობისაკენ!
პარტნიორობა