26.03.2024
თეგეტა გრინ პლანეტის წარმომადგენლებმა ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის განვიტარების საკითხხზე გამართულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

თეგეტა გრინ პლანეტის წარმომადგენლებმა ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის განვიტარების საკითხხზე გამართულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

2024 წლის 20 მარტს თეგეტა გრინ პლანეტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ დაორგანიზებულ შეხვედრაში. შეხვედრაზე სახელმწიფო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განიხილეს საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის დაფინანსების საკითხები და ამ მიმართულებით არსებული ევროპული გამოცდილება.

 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად მუშაობს მწვანე ეკონომიკის დანერგვასა და ამ მიმართულებით ევროკავშირის დირექტივების შესრულებაზე. 

მონაწილეებმა განიხილეს ის გამოწვევები, რომელსაც ქვეყანაში ცირკულარულ ეკონომიკის განვითარებისას წააწყდნენ და მათი გადაჭრის გზები. მონაწილეებმა მწვანე შეთანხმების, კავშირის, ეკონომიკისა და ინვესტირების გეგმის საკითხებში საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის გუნდის ხელმძღვანელთან, ანელის ვანვიმელბეკესთან, ერთად ისაუბრეს იმ შესაძლებლობებსა და ახალ მოთხოვნებზე, რომელთა წინაშეც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებამ დააყენა.

შეხვედრას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების და აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროების, საქართველოს პარლამენტის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.