თეგეტა გრინ პლანეტი ერთ-ერთი პირველი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელმაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ავტორიზაცია მიიღო მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (EPR) ფარგლებში. ორგანიზაცია უზრუნველყოფს გამოყენებული საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და გადამუშავებას ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების შესაბამისად.
ამჯერად, ორგანიზაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ 70-ე საჯარო სკოლის VII-XI კლასის მოსწავლეებს. შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიებში, მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ აქტივობებსა და სახალისო დავალებებში. მათ მიიღეს ცოდნა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში დაეხმარებათ გარემოზე უფრო პასუხისმგებლიან ზრუნვაში და ნარჩენების რესურსად აღქმაში.
აქტივობის დასასრულს, ჩართულობისა და აქტიური მონაწილეობისთვის მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები, რამაც მათი მოტივაცია და დადებითი ემოციები კიდევ უფრო გააძლიერა.
ორგანიზაციის მთავარი მიზანია ახალგაზრდა თაობაში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ისეთი უნარების განვითარება, რომლებიც მომავალში მათ უფრო პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოაყალიბებს. აღნიშნული ვიზიტი ფართომასშტაბიანი საგანმანათლებლო კამპანიის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც თეგეტა გრინ პლანეტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე სკოლებს ეტაპობრივად ეწვევა.
ინიციატივა „თეგეტა გრინ პლანეტი“ გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და მდგრადი ქცევის წახალისებას ემსახურება. ორგანიზაციის გუნდი აქტიურად თანამშრომლობს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და მოსწავლეებისთვის მართავს შემეცნებით პრეზენტაციებს, ინტერაქციულ აქტივობებსა და საგანმანათლებლო თამაშებს, რომლებიც გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობას პრაქტიკული მაგალითებით აცნობს.