19.06.2023
„თეგეტა გრინ პლანეტმა“ ცნობიერების ამაღლების მიზნით ფლაერები დაარიგა
image
image

„თეგეტა გრინ პლანეტმა“ ცნობიერების ამაღლების მიზნით ფლაერები დაარიგა

2023 წლის მარტში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით „თეგეტა გრინ პლანეტმა“ დაარიგა ფლაერები. ფლაერი აღწერდა მგვ-ის ორგანიზაციის მუშაობის პრინციპებს და საზოგადოებას აცნობდა ინფორმაციას სპეციფიკური ნარჩენების მავნებლობასთან დაკავშირებით. ორგანიზაცია მიზნად ისახავს გაიზარდოს ცნობიერება ნარჩენების გადამუშავებისა და ხელახალი გამოყენების ღირებულების შესახებ, რათა დავიცვათ გარემო და დავიცვათ ბუნებრივი რესურსები მომავალი თაობებისთვის.

პროექტის მიზანია საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ შეხსენება, რომ ეკოლოგიური პრობლემები, განსაკუთრებით ისეთი სპეციფიკური ნარჩენების ბუნებაში გადაყრა/გადასხმა, როგორიცაა ნარჩენი ზეთები, საბურავების ნარჩენები და აკუმულატორების ნარჩენები,   მჭიდრო კავშირშია თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობასთან და რომ გარემოსდაცვითი ჩვევების განვითარება ჯანსაღი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა.