30 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით, ნულოვანი ნარჩენის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, — არ გადაყარო, ჩააბარე!
თეგეტა მოტორსის ბათუმის ფილიალში მოქალაქეებს შეუძლიათ ჩააბარონ მეორადი საავტომობილო პროდუქტები (აკუმულატორები, საბურავები, ზეთები) და მიიღო სპეციალური შეთავაზებები და საჩუქრები.
გარემოსდაცვით კამპანიაში მონაწილეობის მსურველ მოქალაქეებს ადგილზე „თეგეტა გრინ პლანეტის“ ჩაბარების პუნქტი დახვდებათ. შეგროვებული მეორადი აკუმულატორების, საბურავებისა და ზეთების ლიცენზირებულ გადამმუშავებელ ქარხნებამდე ტრანსპორტირებასა და ტექნიკური რეგლამენტით გადამუშავებასაც კომპანია უზრუნველყოფს.
კამპანიაში ჩართული პირები, რომლებიც ამ პერიოდში ბათუმის ფილიალში გახსნილ ჩაბარების პუნქტში მიიტანენ და ჩააბარებენ აკუმულატორებს ან/და საბურავებს, ზეთებს, კომპანიისგან მიიღებენ:
- „თეგეტა გრინ პლანეტის“ ბრენდირებულ საჩუქრებს, რომლებიც თეგეტას კამპანიების ბანერების გადამუშავებით დამზადდა;
- 25%-იანი Cashback-ს საავტომობილო პროდუქტებზე (აკუმულატორები, ზეთები, საბურავები)
- ყველაზე მეტი საბურავისა და ყველაზე მეტი კგ.აკუმულატორის ჩამბარებელი მომხმარებელი კი თეგეტა მოტორსის 300-300 ლარიან ვაუჩერით დასაჩუქრდება
„თეგეტა მოტორსი“, როგორც გარემოზე მზრუნველი კომპანია, „თეგეტა გრინ პლანეტთან“ ერთად, წლებია, ხელს უწყობს საავტომობილო ნარჩენების ეფექტიან მართვასა და ტექნიკური რელამენტის შესაბამისად გადამუშავებას.
ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ დროებში:
30 მარტი - 4 აპრილი 10:00-18:00 საათი
5 აპრილი 10:00-16:00 საათი
მისამართი: ბათუმი, თეგეტა მოტორსი, იური გაგარინის ქ. №1
არ გამოგრჩეს მწვანე დღეები თეგეტა მოტორსში — ერთად ვიზრუნოთ გარემოზე!