30.04.2024
თეგეტა ჰოლდინგმა და თეგეტა გრინ პლანეტმა დედამიწის დღე აღნიშნეს
image
image
image
image
image
image

თეგეტა ჰოლდინგმა და თეგეტა გრინ პლანეტმა დედამიწის დღე აღნიშნეს

თეგეტა ჰოლდინგმა 2024 წლის 22 აპრილს დედამიწის დღე აღნიშნა და, 193 ქვეყანასთან ერთად, ყოველწლიურ ღონისძიებას შეუერთდა. დედამიწის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება.

დედამიწის დღის ფარგლებში „თეგეტა ჰოლდინგმა“ „თეგეტა გრინ პლანეტთან“ ერთად მაკულატურის შეგროვების კამპანია დააორგანიზა. მთელი საქართველოს მასშტაბით „თეგეტას“ ყველა ფილიალში თანამშრომლებმა შეაგროვეს 1 ტონაზე მეტი მაკულატურა და შემდეგ გადასცეს ის შესაბამის ქარხანას გადასამუშავებლად. 

გარემოს დაცვაზე ზრუნვა თეგეტას კორპორაციული მდგრადობის სტრატეგიის ნაწილია. ნარჩენების მართვის მიზნით კომპანიაში ქაღალდის მოხმარება შემცირებულია. საჭირო დოკუმენტაცია მომხმარებელს ელექტრონულად ეგზავნება, ჰოლდინგის შიდა დოკუმენტბრუნვა კი სრულად ელექტრონულია. თეგეტაში მოხმარებული მეორადი ქაღალდი გროვდება და, პროექტ მაკულიტერატურასთან ფარგლებში, გადამმუშავებელ ქარხანაში იგზავნება. „თეგეტას“ მიერ ქაღალდის დაზოგვისა და გადამუშავების შედეგად, ყოველწლიურად საშუალოდ 200-ზე მეტი ხის მოჭრის თავიდან აცილებაა შესაძლებელი.

თათია ხორბალაძე, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: "თეგეტაში გვჯერა, რომ ნარჩენების გადამუშავებით შეგვიძლია, დედამიწისთვის ახალი ღირებულება შევქმნათ. სწორედ გარემოზე ზრუნვის იდეა გვამოძრავებს, როცა გარემოსდაცვით აქტივობებში ვერთვებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ყოველ ჯერზე შევუერთდეთ ისეთ გლობალურ მოძრაობებს, როგორიცაა თუნდაც ჩვენი პლანეტის დაცვის საერთაშორისო დღე, კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობა და მოვუწოდოთ, გავერთიანდეთ ამ იდეის გარშემო.

ჩვენს კომპანიას გარემოზე ზრუნვის მიმართულებით კომპლექსური და გრძელვადიანი ხედვა აქვს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი შვილობილი კომპანიის თეგეტა გრინ პლანეტის საქმიანობა, რომელიც სპეციფიკური ნარჩენების (საბურავების, ზეთების, აკუმულატორების) მართვას ეფექტიანად ახერხებს და  წარმოქმნილ ნარჩენებს გადამმუშავებელ ქარხნებში აბარებს.

ასევე გამოვარჩევდი კომპანიის მდგრად სატრანსპორტო პოლიტიკას, რომელიც ელექტრომანქანების პოპულარიზაციასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს."

თეგეტა ზრუნავს საწარმოო მასალების გადამუშავებაზეც. კომპანიაში ხარისხდება მეორადი ზეთები, აკუმულატორები, საბურავები. შემდეგ ეს ნარჩენები თეგეტას შვილობილი კომპანია გრინ პლანეტის საშუალებით ლიცენზირებულ გადამმუშავებელ საწარმოებს ჰბარდება და სხვადასხვა პარტნიორი საწარმოს მიერ სასარგებლო რესურსად გარდაიქმნება.