14.12.2023
თეგეტა გრინ პლანეტის დირექტორმა მონაწილეობა მიიღო „მდგრადი განვითარების თანამედროვე გამოწვევების“ შესახებ კონფერენციაში
image
image

თეგეტა გრინ პლანეტის დირექტორმა მონაწილეობა მიიღო „მდგრადი განვითარების თანამედროვე გამოწვევების“ შესახებ კონფერენციაში

25 ნოემბერს „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის” ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და მდგრადი განვითარების ინტერდისციპლინარული კვლევების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ინტერდისციპლინარული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „მდგრადი განვითარების თანამედროვე გამოწვევები“. 

კონფერენციის მონაწილეებს „თეგეტა გრინ პლანეტის“ სტრატეგიული პრიორიტეტები და მიზნები ორგანიზაციის დირექტორმა, შალვა ახვლედიანმა გააცნო. ახვლედიანმა ისაუბრა მგვ-ის ორგანიზაციების მუშაობის პრინციპებზე და მგვ-ის ორგანიზაციებისა და ბიზნესის მნიშვნელობაზე მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად. მონაწილეებმა ისაუბრეს მწვანე საკითხებისა და გარემოსდაცვითი მიდგომების პრიორიტეტულობაზე ქვეყნის განვითარების მიზნით.

კონფერენცია მიზნად ისახავდა აკადემიური წრეების პროფესიონალების, მეცნიერების, მკვლევარების, დოქტორანტებისა და ბიზნესის სექტორის წარმომადგენლების მიერ, მდგრადი განვითარების მიმართულებით სხვადასხვა ინოვაციის, ტენდენციის, გამოწვევისა და მათი გადაჭრის გზების განხილვას. მონაწილეებმა განიხილეს გზები, რომლითაც ბიზნესებს კონტრიბუცია შეაქვთ საქართველოში ცირკულარული ეკონომიკისა და გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის განვითარებაში.