15.05.2025
აღადგინე რუსთავის ჭალის ტყე – „თეგეტა მოტორსისა“ და „თეგეტა გრინ პლანეტის“ მხარდაჭერით გამწვანების მასშტაბური აქცია გაიმართა
image
image

აღადგინე რუსთავის ჭალის ტყე – „თეგეტა მოტორსისა“ და „თეგეტა გრინ პლანეტის“ მხარდაჭერით გამწვანების მასშტაბური აქცია გაიმართა

რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის პროცესში „თეგეტა გრინ პლანეტი“ და „თეგეტა მოტორსი“  ჩაერთნენ. გამწვანების მასშტაბური ღონისძიების ფარგლებში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე 2000 ნერგი დაირგო. აქცია პროექტის „ნაპირზე“ ორგანიზებით დაიგეგმა და ის თანხვედრაშია რუსთავის ჭალის განვითარების სტრატეგიასთან. რუსთავის ჭალა მდინარე მტკვრის ორივე ნაპირს მოიცავს და დაახლოებით 300 ჰექტარს შეადგენს. მხარდაჭერის პარალელურად პროექტში „თეგეტას“ თანამშრომლებიც ჩაერთნენ. პროექტის „ნაპირზე“ შესახებ ინფორმაცია დონაციის პლატფორმა Tegeta.care-ზეც არის განთავსებული და ამით საზოგადოებას მათი მხარდაჭერის შესაძლებლობა ეძლევა.

შალვა ახვლედიანი, „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორი: „თეგეტა გრინ პლანეტში“ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და კარგად ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას გარემოს დაცვის მიმართულებით. რუსთავის ჭალა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა ქალაქის ცხოვრებაში, თუმცა 90-იანი წლებიდან ვითარება შეიცვალა: ტყე გაიჩეხა, ბიომრავალფეროვნება გაუარესდა და ეკოსისტემა მოირღვა. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიდამოებისთვის პირვანდელი იერსახის დაბრუნება და გვიხარია, რომ აღნიშნულ პროექტში ვერთვებით.

ზოგადად, „თეგეტა გრინ პლანეტის“ პროფილი სპეციფიკური ნარჩენების მართვაა, რაც მათ რეციკლირებას, გადამუშავებასა და აღდგენას გულისხმობს. გარემოსთვის მავნე ნარჩენების გადამუშავების პარალელურად, აქტიურად ვერთვებით ისეთ ინიციატივებში, რომლებიც გამწვანებას, ტყეების გაშენებასა და ეკოსისტემის გაუმჯობესებას მოიცავს“.