რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის პროცესში „თეგეტა ჰოლდინგი“ და „თეგეტა გრინ პლანეტი“ ჩაერთო. გამწვანების მასშტაბური ღონისძიების ფარგლებში, მტკვრის ორივე სანაპიროზე 1000 ნერგი დაირგო. Grow your own forest/გაზარდე საკუთარი ტყე – ასე ჰქვია კამპანიას, რომელიც რუსთავის შუაგულში არსებული მტკვრის ჭალის აღდგენას ისახავს მიზნად. გამწვანების აქცია პროექტის „ნაპირზე“ ორგანიზებით დაიგეგმა და ის თანხვედრაშია რუსთავის ჭალის განვითარების სტრატეგიასთან.
„თეგეტას“, „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და პროექტის „ნაპირზე“ თანამშრომლობის საფუძველი პრიორიტეტების თანხვედრა გახდა. „თეგეტა ჰოლდინგთან“ დაკავშირებული კომპანია სწორედ გარემოზე ზრუნვის ეგიდით შეიქმნა 2022 წელს და მას შემდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ერთ-ერთ უმთავრეს მიმართულებად აქცია.
შალვა ახვლედიანი, „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორი:„თეგეტა გრინ პლანეტის“ საქმიანობა პირდაპირ კავშირშია გარემოზე ზრუნვასთან. კომპანიის პროფილის პეციფიკური ნარჩენების მართვაა, რაც მათ რეციკლირებას, გადამუშავებასა და აღდგენას გულისხმობს. გარემოსთვის მავნე ნარჩენების გადამუშავების პარალელურად, ხელს აქტიურად ვუწყობთ ისეთ ინიციატივებს, რომლებიც გამწვანებას, ტყეების გაშენებასა და ეკოსისტემის გაუმჯობესებას მოიცავს.