02.07.2026
სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეებისთვის გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა
image
image

სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეებისთვის გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა

სკოლა „ჰელიოსში“ IX-X კლასის მოსწავლეებისთვის გარემოსდაცვით თემებზე საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა. ინიციატივა მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში მდგრადი განვითარების პრინციპებისა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

შეხვედრას თეგეტა გრინ პლანეტისა და შაინ ენერჯის წარმომადგენლები უძღვებოდნენ. თემის - „მდგრადი მომავალი: გარემო, ტრანსპორტი და ენერგია“ - ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ ნარჩენების მართვის მნიშვნელობას, რესურსების რაციონალური გამოყენების პრინციპებს, გარემოზე პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების აუცილებლობასა და განახლებადი ენერგიის როლს მდგრად განვითარებაში.

ინტერაქციული პრეზენტაციების, დისკუსიებისა და პრაქტიკული აქტივობების მეშვეობით მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (EPR) სისტემის შესახებ. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს, როგორ მუშაობს აღნიშნული მექანიზმი, რა პასუხისმგებლობა ეკისრებათ მწარმოებლებსა და იმპორტიორებს და როგორ უწყობს ხელს ეს სისტემა ნარჩენების ეფექტიან მართვასა და გარემოს დაცვას.

საგანმანათლებლო პროგრამა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ გუნდურ აქტივობებსა და ეკოლოგიურ თამაშებში, რომლებმაც მათ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გააზრებაში შეუწყო ხელი. შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

თეგეტა გრინ პლანეტი 2022 წლიდან ფუნქციონირებს და საქართველოში ერთ-ერთი პირველი ავტორიზებული მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (EPR) ორგანიზაციაა. თეგეტა გრინ პლანეტი ხელს უწყობს ცირკულარული ეკონომიკის განვითარებას ნარჩენი საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების შეგროვებითა და გადამუშავებით. ამ გზით ორგანიზაცია უზრუნველყოფს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) რეგლამენტის მართვას, კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებას და გარემოზე ზემოქმედების შემცირებას. 

ახალგაზრდების გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობა თეგეტა გრინ პლანეტისა და შაინ ენერჯის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. სწორედ ამ მიზნით სხვადასხვა სკოლაში იმართება საინფორმაციო შეხვედრები, რომლებიც მოსწავლეებს გარემოს დაცვის, რესურსების დაზოგვისა და მდგრადი განვითარების საკითხებს პრაქტიკული და ინტერაქციული ფორმატით აცნობს.

მსგავსი საგანმანათლებლო ინიციატივები ხელს უწყობს ეკოლოგიური ცნობიერების ზრდას, პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას და ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას მდგრადი მომავლის შექმნაში.