21.08.2025
თეგეტა გრინ პლანეტის დირექტორი, შალვა ახვლედიანი „ეკომეგობრულ პოდკასტს“ ესტუმრა

თეგეტა გრინ პლანეტის დირექტორი, შალვა ახვლედიანი „ეკომეგობრულ პოდკასტს“ ესტუმრა

2025 წლის 25 ივნისს „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორი შალვა ახვლედიანი და ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის დირექტორი, ვანო მთვრალაშვილი  „ეკომეგობრულ“ პოდკასტს ესტუმრნენ.

გადაცემაში მგვ ორგანიზაციების დირექტორებმა  განმარტეს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი საავტომობილო ნარჩენების -  ზეთების, აკუმულატორებისა და საბურავების სწორად მართვა და რა  საფრთხეს უქმნის გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობას მათი არაკანონიერი მოხმარება.

დისკუსიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულების განხილვასაც  - სტუმრებმა ისაუბრეს საქართველოში ამ მიმართულებით არსებულ პროგრესსა და გამოწვევებზე.

როგორც „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორმა, შალვა ახვლედიანმა აღნიშნა, ამ გამოწვევების გადასაჭრელად აუცილებელია მგვ ორგანიზაციებისა და სახელმწიფოს აქტიური თანამშრომლობა, რათა დაინერგოს თანამედროვე სტანდარტები და შეიქმნას შესაბამისი ინფრასტრუქტურა ქვეყნის მასშტაბით.