18.07.2025
„მწვანე ჯილდო 2025“-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
image
image

„მწვანე ჯილდო 2025“-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა კონკურსის, „მწვანე ჯილდო 2025“-ის გამარჯვებულები გამოავლინა. 

კონკურსი, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით, 2018 წლიდან ტარდება. თავდაპირველად კონკურსი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მასწავლებლების წახალისებასა და გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობას ემსახურებოდა. 2022 წლიდან კი, მას დაემატა სასკოლო კომპონენტი, რომელიც მიზნად ისახავს სკოლაში გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ინტეგრაციას. კონკურსის მიზანი, გარემოსდაცვითი განათლების მიმართულებით მიღწეული შედეგების გაზიარება, ასევე აღმზრდელთა წახალისება გახლდათ.

„მწვანე ჯილდო 2025“-ის დაჯილდოების  „თეგეტა გრინ პლანეტის“ წარმომადგენლებიც დაესწრნენ და მონაწილეებს საჩუქრები გადასცეს.

“თეგეტა გრინ პლანეტი“ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაცია, რომლის მთავარი საზრუნავი გარემოს დაცვაა, შესაბამისად, ორგანიზაცია  აქტიურად მუშაობს  ნარჩენების ეფექტიანად, რეგლამენტის შესაბამისად მართვის მიმართლებით და მხარს უჭერს მწვანე ინიციატივებს, რომლებიც ემსახურება  გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას საზოგადოებაში.