სოციალური და ეკოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად სოციალური საწარმო კაფე მზიური ქმნის სივრცეს ყველა შესაძლებლობის მქონე ადამიანისთვის და მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევა.
სწორედ ამიტომ, ,,თეგეტა გრინ პლანეტი“, რომელსაც მწვანე მომავალზე ზრუნვა გამოარჩევს, „მზიურის კაფეს“ საგაზაფხულო მოსამზადებელი სამუშაოების დაფინანსებასა და გარე სივრცის გამწვანებაში დაეხმარა.
,,თეგეტა გრინ პლანეტი“ თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანიაა. მისი უმთავრესი ღირებულებაა, იზრუნოს გარემოზე და სხვადასხვა აქტივობით ხელი შეუწყოს სოციალური პასუხისმგებლობის ზრდას.