არ გადაყარო, ჩააბარე - დედამიწის კვირეული თეგეტა გრინ პლანეტთან ერთად
ჩვენი ძალა, ჩვენი პლანეტა — დედამიწის დღე 2025-ის მთავარი გზავნილის გარშემო წელს 193 ქვეყანა გაერთიანდა. გარემოსდაცვით ღონისძიებაში, ტრადიციულად ჩაერთნენ თეგეტა მოტორსი და თეგეტა გრინ პლანეტი. 22-25 აპრილს, თეგეტა გრინ პლანეტის ელექტრომობილი თბილისის უბნებში გადაადგილდებოდა - გარემოსდაცვით აქტივობაში ჩართულ მოქალაქეებს აკუმულატორების, საბურავებისა და ზეთების ჩაბარება თბილისის 8 უბანში შეეძლოთ. მონაწილეებმა კომპანიისგან სპეციალური შეთავაზებები და სიმბოლური საჩუქრები მიიღეს.
შალვა ახვლედიანი, თეგეტა გრინ პლანეტის დირექტორი:“საავტომობილო პროდუქტები პირველადი გამოყენების შემდეგ სპეციფიკურ, სახიფათო ნარჩენებად გადაიქცევა. თუ ამ ნარჩენების მართვა კანონის შესაბამისად არ წარიმართა, დედამიწას სერიოზული ზიანი მიადგება. თეგეტა გრინ პლანეტმა, თეგეტა მოტორსთან ერთად, წლების განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით ტონობით მეორადი საბურავი, აკუმულატორი, ზეთი შეაგროვა და გადაამუშავა. თეგეტა გრინ პლანეტისთვის გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა უმთავრესი საზრუნავია, ამიტომ მოხარულები ვართ, რომ შევუერთდით დედამიწის კვირეულს და ჩვენს მოქალაქეებსაც მივეცით საშუალება, ჩააბარონ ნარჩენები მათთვის მოსახერხებელ ლოკაციაზე“.