13.02.2026
განათლების ხელშესაწყობად – „თეგეტას“ მხარდაჭერით, ონტოფოს ბიბლიოთეკამ ესეების კონკურსი გამართა
image
image
image

განათლების ხელშესაწყობად – „თეგეტას“ მხარდაჭერით, ონტოფოს ბიბლიოთეკამ ესეების კონკურსი გამართა

განათლების მხარდაჭერა „თეგეტა ჰოლდინგის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამ ხედვით კომპანიამ ერთი წლის წინ სოფელ ონტოფოში მდებარე საუკუნოვან ბიბლიოთეკასთან პარტნიორობა გააფორმა და მის ფარგლებში არაერთი საგანმანათლებლო ინიციატივის რეალიზება შეძლო. მათ შორისაა ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი ესეების კონკურსი – „სამყარო ჩემ გარშემო“, რომელიც ონტოფოს ბიბლიოთეკის სამზრუნველოს ინიციატივითა და „თეგეტა ჰოლდინგისა“ და „თეგეტა გრინ პლანეტის“ მხარდაჭერით მოეწყო.

ესეების კონკურსი „სამყარო ჩემ გარშემო“, რომელიც ონტოფოს ბიბლიოთეკის სამზრუნველოს ინიციატივით 2025 წელს პირველად გაიმართა, ორ ასაკობრივ ჯგუფს – V-VII და VIII-XII კლასის მოსწავლეებს აერთიანებდა. კონკურსის მიზანი იყო ბავშვებისთვის კითხვის, ანალიზისა და საკუთარი აზრის გამოხატვის წახალისება, ასევე ბიბლიოთეკასთან უფრო აქტიური ურთიერთობის ჩამოყალიბება.

ესეების კონკურსის ფარგლებში „თეგეტა გრინ პლანეტმა“, რომელიც „მწვანე ესეის“ კატეგორიის მხარდამჭერი იყო, სპეციალური „მწვანე პრიზი“ დააწესა. ჯილდო გარემოსდაცვით თემაზე დაწერილი საუკეთესო ესეის ავტორს გადაეცა და მისი მფლობელი მარიამ დავითაია გახდა. ამ გზით კომპანიამ ადრეული ასაკიდანვე ეკოლოგიური პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებისა და გარემოზე ზრუნვის კუთხით ცნობიერების ამაღლების აუცილებლობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.

შალვა ახვლედიანი, „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორი: „თეგეტა გრინ პლანეტისთვის“ გარემოს დაცვა მხოლოდ საქმიანობის ნაწილი არ არის, ეს კომპანიის ღირებულებაა. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ კუთხით ცნობიერების ამაღლებაზე, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. გვჯერა, რომ სწორედ მომავალი თაობა მიიღებს ინოვაციურ და პასუხისმგებლობიან გადაწყვეტილებებს გარემოს დაცვის მიმართულებით. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, „მწვანე ესეის“ კატეგორიის მხარდამჭერები ვყოფილიყავით. კონკურსის ფარგლებში ძალიან საინტერესო ნაშრომები მივიღეთ და ყველა მონაწილეს დიდ წარმატებას ვუსურვებთ“.

განათლების მხარდაჭერა „თეგეტა ჰოლდინგის“ კორპორაციული მდგრადობის ერთ–ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. „თეგეტა აკადემია“ პროფესიული უნარებისა და განათლების ხელშეწყობის მიზნით დაფუძნებული შვილობილი კომპანიაა, რომელიც 2013 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას და „თეგეტა მოტორსთან“ თანამშრომლობით, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების კონცეფციით ამზადებს კვალიფიციურ კადრებს საავტომობილო მიმართულებით. გარდა ამისა, ჰოლდინგი Tegeta.care–ის პარტნიორებთან ერთად, სხვადასხვა საგანმანათლებლო გამოწვევის დასაძლევად აქტიურად მუშაობს. „თეგეტას“ თანადგომით წიგნების ფონდით შეივსო და ტექნოლოგიურად გაიმართა 20-მდე ბიბლიოთეკა სხვადასხვა რეგიონში; განათლების წახალისების პროცესში ჩაერთო 1 000-მდე მოზარდი; მცხეთა–მთიანეთის 30-ზე მეტ სოფელში 500-მდე მოზარდი სასურველი წიგნებით დასაჩუქრდა, „თეგეტამ“ საგანმანათლებლო პროექტებისთვის გასცა 5 000-ზე მეტი წიგნი; პარტნიორებთან ერთად 10 გოგოს დაუფინანსა ციფრული პროფესიების სწავლება და ა.შ. „თეგეტასთვის“ მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო პროექტებში თანამშრომლების მონაწილეობა, სხვადასხვა ინიციატივაში 500-ზე მეტი თანამშრომელი ჩაერთო.