პრეზენტაციები, ინტერაქციული ვორქშოპები, თამაშები, გუნდური აქტივობები და გარემოსდაცვითი დისკუსიები – „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მხარდაჭერით „სიტყვის აკადემიის“ ზაფხულის ბანაკმა კახეთში 8-17 წლის მოზარდებს უმასპინძლა.
ერთი კვირის განმავლობაში ბანაკის მონაწილეებმა ტექნოლოგიები და სოციალური მედია სრულიად დაივიწყეს და დრო განათლებას, შემოქმედებით საქმიანობას, გუნდურ თანამშრომლობასა და ახალი გამოცდილების მიღებას დაუთმეს. მრავალფეროვანი პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდები სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებს შეხვდნენ, ჩაერთნენ დისკუსიებსა და პრაქტიკულ აქტივობებში, რომლებიც კრიტიკული აზროვნების, ლიდერული უნარებისა და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
ბანაკის პროგრამა მოიცავდა ლიტერატურას, ფილოსოფიას, ისტორიას, მუსიკას, ხელოვნებას, კინემატოგრაფიასა და ეკოლოგიას. გარემოსდაცვითი მიმართულების ფარგლებში მონაწილეებს შეხვდნენ „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორი შალვა ახვლედიანი და ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლები, რომლებმაც ახალგაზრდებს ცირკულარული ეკონომიკის, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (EPR) სისტემისა და საავტომობილო ნარჩენების - საბურავების, აკუმულატორებისა და ზეთების - პასუხისმგებლიანი მართვის მნიშვნელობა გააცნეს.
პრეზენტაციების პარალელურად გაიმართა ინტერაქციული ვორქშოპები, გუნდური თამაშები და დებატები, სადაც ახალგაზრდებმა იმსჯელეს გარემოს დაცვის, რესურსების ეფექტიანი გამოყენებისა და მდგრადი განვითარების საკითხებზე. ბავშვებმა ნათლად დაინახეს თუ რა მნიშვნელობას წამოადგენს ინდივიდის პასუხისმგებლობა სოციუმში.ისინი შეთანხმდნენ, რომ გარემოზე ზრუნვა მხოლოდ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა არ არის - ეს საერთო ძალისხმევაა, რომელიც პიროვნებას,საზოგადოებას და ბიზნესს აერთიანებს.
„თეგეტა გრინ პლანეტი“, როგორც მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ავტორიზებული ორგანიზაცია, აქტიურად უწყობს ხელს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების პოპულარიზაციას საქართველოში. სწორედ ამიტომ,კომპანიისთვის აქტიური ურთიერთობა ახალ თაობასთან განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.
„ტოიოტა ცენტრმა თეგეტასთან“ ერთად ზაფხულის ბანაკის მხარდაჭერით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ განათლებაში, ახალგაზრდების განვითარებასა და გარემოზე ზრუნვაში განხორციელებული ინვესტიცია ქმნის საფუძველს პასუხისმგებლიანი, ეკოლოგიურად გაცნობიერებული და მდგრადი მომავლისთვის.