„არ გადაყარო, ჩააბარე!“ - მწვანე დღეები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა მოტორსი“ გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს უერთდება და 5-8 ივნისს გარემოსდაცვით კამპანიას, „არ გადაყარო, ჩააბარე“ იწყებს. მწვანე დღეების ფარგლებში მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, „თეგეტა მოტორსის“ ქუთაისის ფილიალში (ნიკეას ქ. მე-9 ჩიხი №2ა) 5-8 ივნისს, 09:30 სთ-დან 18:30 სთ-მდე ჩააბარონ მეორადი საავტომობილო პროდუქტები (აკუმულატორები, საბურავები, ზეთი) და კომპანიისგან სპეციალური შეთავაზებები და სიმბოლური საჩუქრები მიიღონ.
გარემოსდაცვით კამპანიაში მონაწილეობის მსურველ მოქალაქეებს ადგილზე „თეგეტა გრინ პლანეტის“ ჩაბარების პუნქტი დახვდებათ. შეგროვებული მეორადი აკუმულატორების, საბურავებისა და ზეთების ლიცენზირებულ გადამმუშავებელ ქარხნებამდე ტრანსპორტირებასა და ტექნიკური რეგლამენტით გადამუშავებასაც კომპანია უზრუნველყოფს.
„თეგეტა მოტორსი“, როგორც გარემოზე მზრუნველი კომპანია, „თეგეტა გრინ პლანეტთან“ ერთად, წლებია, ხელს უწყობს საავტომობილო ნარჩენების ეფექტიან მართვასა და ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად გადამუშავებას. ნარჩენების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ინიციირებული კამპანიაც ამ პარტნიორობის ნაწილია.
კამპანიაში ჩართული პირები, რომლებიც 5-8 ივნისს „თეგეტა გრინ პლანეტის“ ჩაბარების პუნქტში მიიტანენ და ჩააბარებენ აკუმულატორებს ან/და საბურავებს, ზეთებს, კომპანიისგან მიიღებენ: „თეგეტა გრინ პლანეტის“ ბრენდირებულ საჩუქრებს, რომლებიც კამპანიის „არ მოატყუო ზამთარი“ ბანერების გადამუშავებით დამზადდა.
აქციის ფარგლებში კი, „თეგეტა მოტორსის“ ქუთაისის ორივე ფილიალში (ქ. ქუთაისი, ნიკეას ქ. მე-9 ჩიხი №2ა და აღმაშენებლის გამზირი №99) მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებებიც დახვდებათ:
- 20%-იანი ფასდაკლება VARTA-ს აკუმულატორებზე
- 20%-იანი ფასდაკლება BRIDGESTON-ის საბურავებზე
- 25%-იანი ქეშბექი MOBIL-ისა და PERTONAS-ის ზეთებზე
მწვანე დღეების ფარგლებში, ადგილზე მისულ სტუმრებს ასევე დახვდებათ „თეგეტა მოტორსის“ იმ ბრენდების პროდუქტების სტენდი, რომლებიც პროდუქციის წარმოებისას გარემოზე ზრუნვის კომპონენტს ითვალისწინებენ.
მათ შორის არის VARTA, რომლის აკუმულატორებიც 90%-მდე გადამუშავებადია, რაც ამცირებს ნარჩენების რაოდენობას. პარალელურად კი კომპანია ახალ პროდუქციას ეკომეგობრულ წყაროებზე დაყრდნობით აწარმოებს. ბრენდის აკუმულატორებში გამოყენებული ტყვია გადამუშავებულია და კვლავ ბრუნდება წარმოებაში, ეს კი ბუნებრივი რესურსების გამოყენებას ამცირებს. ახასიათებს ენერგოეფექტურობაც - მისი ბატარეები გამოირჩევა ხანგრძლივი მუშაობით, რაც ნაკლები ბატარეის მოხმარებასა და, შესაბამისად, ნაკლებ ნარჩენს ნიშნავს. VARTA-ს Start-Stop ტიპის ბატარეები ხელს უწყობს საწვავის მოხმარების შემცირებას და, შესაბამისად, ამცირებს CO₂ ემისიას.
PERONAS - საავტომობილო და სამრეწველო საპოხი მასალების მწარმოებელი გლობალური ბრენდი ზეთების შეფუთვაში 15%-ით ნაკლებ პლასტმასას იყენებს. შესაბამისად, მისი შეფუთვები, სხვა ბრენდებთან შედარებით, თხელი და ეკომეგობრულია. ამ გზით კომპანია ცდილობს, შეამციროს გარემოზე მავნე ზემოქმედება და 2050 წლისთვის მიზნად ისახავს, მიაღწიოს ნულოვან ემისიებს. „თეგეტა მოტორსი“ 2022 წლიდან ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია.
BRIDGESTONE - მსოფლიოში საბურავების მწარმოებელი ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი მომხმარებელს ეკომეგობრულ ხაზს სთავაზობს. Bridgestone Ecopia ახალი სტანდარტია საბურავების წარმოების სფეროში. ისინი ორჯერ უფრო გამძლე და მდგრადია და ორჯერ უფრო მეტხანს ემსახურება მომხმარებელს. ასევე უზრუნველყოფს საწვავის ეკონომიას და არის 75%-ით გადამუშავებადი.