„თეგეტა ჰოლდინგისა“ და მისი შვილობილი კომპანიების თანამშრომლებმა თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბუნებრივად გამწვანებული ტერიტორიის, დიღმის ჭალების დასუფთავებაზე იზრუნეს. აქცია „პოლივიმის“, „პარკი არ მინდასა“ და „დიღმის ჭალების გარემოსდაცვითი მუზეუმის“ მხარდაჭერით გაიმართა.
ორგანიზაციების წარმომადგენლებმა „თეგეტა ჰოლდინგის თანამშრომლებს“ ნარჩენების მართვისა და გადამუშავების წესებიც გააცნეს. დიღმის ჭალებში ნარჩენები სწორედ ამ წესების მიხედვით შეგროვდა.
ცალკე მოგროვდა ათობით გამოყენებული საბურავი. ჰოლდინგის შვილობილი კომპანიის „თეგეტა გრინ პლანეტის“ წარმომადგენლებმა გადაყრილი საბურავები მიმდებარე ტერიტორიიდან სპეციალური ტექნიკით გაიტანეს.