03.10.2024
თეგეტა გრინ პლანეტის დირექტორი შალვა ახვლედიანი სტუმრად გადაცემაში „მე და გარემო“

თეგეტა გრინ პლანეტის დირექტორი შალვა ახვლედიანი სტუმრად გადაცემაში „მე და გარემო“

2024 წლის 25 სექტემბერს, „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორმა, შალვა ახვლედიანმა „მე და გარემოს“ ეთერში სპეციფიკურ ნარჩენებსა და მათ სწორ მართვასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

შალვა ახვლედიანის თქმით, მნიშვნელოვანია პროგრესი ნარჩენების შეგროვების მიმართულებით, თუმცა გადამამუშავებელი საწარმოების ნაკლებობა ქვეყანაში ართულებს შეგროვებული ნარჩენების სწორად მართვის პროცესს. ასევე, პრობლემას წარმოადგენს ცნობიერების დონე მოსახლეობაში და მათ მხრიდან ნარჩენების არასათანადო, არალეგალური მართვა. 

ეთერში, „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორი განიხილავს სამომავლო გეგმებს სპეციფიკური ნარჩენების შეგროვება - გადამუშავებასთან დაკავშირებით და საუბრობს იმაზე, თუ როგორ აპირებენ მგვ ორგანიზაციები, სახელმწიფოსთან თანამშრომლობითა და მისი მხარდაჭერით, უპასუხონ არსებულ გამოწვევებს.