13.06.2023
თეგეტა გრინ პლანეტის დირექტორი შალვა ახვლედიანი სტუმრად გადაცემაში „მონეტიზაცია“

თეგეტა გრინ პლანეტის დირექტორი შალვა ახვლედიანი სტუმრად გადაცემაში „მონეტიზაცია“

2023 წლის 2 ივნისს, „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორმა შალვა ახვლედიანმა, „პალიტრა ნიუსის“ ეთერში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესახებ ისაუბრა . გადაცემაში „მონეტიზაცია“ შალვა ახვლედიანთან ერთად, მიწვეულები იყვნენ „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის“ დირექტორი ივანე მთვრალაშვილი და „საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაციის“ დირექტორი გიორგი გულიაშვილი 

მგვ-ის ორგანიზაციების დირექტორებმა ისაუბრეს საქართველოში ნარჩენების მართვის კუთხით არსებულ შავი ბაზრის გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე. ახვლედიანმა აღნიშნა, რომ გამოწვევებთან გასამკლავებლად საჭიროა მგვ-ის ორგანიზაციებისა და სახელმწიფოს თანამშრომლობა.

დირექტორებმა განიხილეს მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლების მნიშვნელოვანი წვლილი ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ქცევის შეცვლის მიზნით და განიხილეს მათი სამომავლო გეგმები სპეციფიკური ნარჩენების შეგროვებასთან დაკავშირებით.