თეგეტა გრინ პლანეტის წარმომადგენლებმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა
2023 წლის 19 ოქოტმბერს თეგეტა გრინ პლანეტის წარმომადგენლებმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა, რომლის მთავარი საკითხი მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება იყო.
შეხვედრაზე მონაწილეებმა ისაუბრეს საქართველოში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციების საქმიანობაზე, დარგში მათ მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და იმ გამოწვევებზე, რომლებსაც მგვ-ის ორგანიზაციები ხვდებიან. შეხვედრაზე განიხილეს არსებული გადამამუშავებელი საწარმოების საქმიანობა, გადამუშავების მეთოდები, ნარჩენების შეგროვების პრინციპები და მათთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხები და მათი გადაჭრის გზები.
შეხვედრა მგვ-ის ორგანიზაციებთან ერთად ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ასევე ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიებისა და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები.