თეგეტა გრინ პლანეტის წარმომადგენლებმა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ ორგანიზებულ ცირკულარული ეკონომიკის პროგრამის შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა
2024 წლის 29 აპრილს გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა ცირკულარული ეკონომიკის პროგრამის პირველ შეხვედრას უმასპინძლა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს თეგეტა გრინ პლანეტის წარმომადგენლებმაც.
შეხვედრაზე სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები ცირკულარული ეკონომიკის მიმართულებით მიმდინარე ინიციატივებსა და პროექტებს, მათ შორის, GIZ და CENN-ის მიმდინარე აქტივობებს გაეცნენ. ყურადღება გამახვილდა ნარჩენების მართვის კუთხით არსებულ გამოწვევებზე. გაიმართა დისკუსიაც და დაისახა გეგმები თანამშრომლობის სამომავლოდ გაღრმავებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს გაზარდოს ცირკულარული ეკონომიკის ინიციატივების გავლენა ბიზნეს სექტორზე.