თეგეტა გრინ პლანეტის დირექტორამ, შალვა ახვლედიანმა სსიპ „გარემოსდაცვითი ინფომაციისა და განათლების ცენტრში“ ახალგაზრდებს წაუკითხა ლექცია. 4 ივლისს გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებულ ორგანიზაციაში ახვლედიანმა ახალგაზრდებს გააცნო მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციების არსებობის მიზნები და მათი მნიშვნელობა ქვეყნისთვის.
თეგეტა გრინ პლანეტის დირექტორმა ახალგაზრდებთან ერთად ისაუბრა საქართველოში არსებულ გარემოსდაცვითი ტენდენციებსა და მოსახლეობის ცნობიერებაზე. ახვლედიანმა აღნიშნა მგვ-ის ორგანიზაციების მნიშვნელობა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაში. მონაწილეებმა ისაუბრეს თეგეტა გრინ პლანეტის მიერ შეგროვებული სპეციფიკური ნარჩენებზე და მათი გადამუშავების გზებზე.
შალვა ახვლედიანმა ახალგაზრდებთან ერთად განიხილა მგვ-ის ორგანიზაციების წვლილი ქვეყანაში გარემოსდაცვითი ქცევისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაში. მონაწილეებმა ისაუბრეს ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებზე და საქართველოში მისი დანერგვისა და განვითარების სხვადასხვა გზაზე, რომელშიც მგვ-ის ორგანიზაციები საციცხლოდ მნიშვნელოვანი არიან.