თეგეტა გრინ პლანეტის დირექტორი ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების შესახებ შეხვედრის მონაწილეა
6-8 ივნისს თელავში გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - “ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში” ფარგლებში. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორმა, შალვა ახვლედიანმა.
შეხვედრისას კერძო სექტორის წარმომადგნლებმა განიხილეს პროექტის ამოცანები და მიზნები, ნარჩენების მართვის გაუმჯობესების კუთხით მათი საჭიროებები, ცირკულარული ეკონომიკის უპირატესობები და არსებული გამოწვევები ამ მიმართულებით. მონაწილეებმა მიიღეს ტექნიკური ინფორმაცია ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილების შესახებ.
პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოში გადამუშავების პრაქტიკის დანერგვასა და ცირკულარული ეკონომიკის წახალისებას, რაც შეამსუბუქებს მავნე ზემოქმედებას გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე.
პროექტი მიმდინარეობს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეგიდით, მისი განმახორციელებელია საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია COWI და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus).