03.07.2024
თეგეტა გრინ პლანეტის მხარდაჭერით მოსწავლეებმა დიღმის ჭალები დაასუფთავეს
image
image

თეგეტა გრინ პლანეტის მხარდაჭერით მოსწავლეებმა დიღმის ჭალები დაასუფთავეს

თეგეტა ჰოლდინგისთვის გარემოსდაცვითი პროექტების მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, თეგეტა გრინ პლანეტი თბილისის ახალგაზრდული კლუბის ინიციატივით მოწყობილი გარემოსდაცვითი აქტივობის მხარდამჭერი იყო. 

 

კლუბი ეკოლოგიის თემის გარშემო შეკრებილ უამრავ ახალგაზრდას აერთიანებს, რომლებიც საკუთარი ძალებით ცდილობენ გარემოზე ზრუნვას. 

 

მოხალისეებმა დიღმის ჭალების ტერიტორია დაასუფთავეს, თეგეტა გრინ პლანეტმა კი ისინი დალაგებისთვის საჭირო სრული აღჭურვილობით მოამარაგა.