3-4 ივნისს, 9 აპრილის ბაღში სოციალური ფესტივალი — მწვანებაზარი მოეწყო. ღონისძიებაზე მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე, მწვანე და სოციალური საწარმოებისგან შემდგარი, 70-მდე მეწარმის ნამუშევრები და პროექტები იყო წარმოდგენილი.
მწვანე ბაზრის მონაწილეები მთავარმა პრიორიტეტმა — გარემოზე ზრუნვამ გააერთიანა. ფესტივალი თეგეტა ჰოლდინგსა და მასში შემავალი მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციის, „თეგეტა გრინ პლანეტის“ მხარდაჭერით გაიმართა. ორდღიანი ღონისძიების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ვორქშოპები და დისკუსია პლანეტის მწვანე მომავალზე, რომელიც თეგეტა გრინ პლანეტის სივრცეში მოეწყო. „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორმა შალვა ახვლედიანმა ისაუბრა ცირკულარული ეკონომიკის განვითარების მნიშვნელობასა და სპეციფიკური ნარჩენების საფრთხეზე საქართველოში.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ნარჩენების მართვის მიმართულებით. მწვანე ბაზრის მხარდაჭერისას ძირითადი მოტივაცია სწორედ ეს იყო. 9 აპრილის ბაღში ვისაუბრეთ ამ აქტუალური საკითხების შესახებ, ასევე სტუმრებს ვაჩვენეთ წინასწარ მომზადებული ვიდეორგოლი, სადაც კარგად ჩანს ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობის მნიშვნელობა და მიმართულებები. ჯანსაღი ეკოსისტემის შესაქმნელად თეგეტა ჰოლდინგი „თეგეტა გრინ პლანეტის“ მეშვეობით საავტომობილო ნარჩენებს აგროვებს და გადასამუშავებლად პარტნიორ საწარმოებს აბარებს. მწვანე ბაზარზე მოსულ საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია, სად შეიძლება მეორადი ზეთის, აკუმულატორისა თუ საბურავის ჩაბარება. მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ არის ადგილი, სადაც შესაძლებელია, მეორადი პროდუქტი წაიღოს და ქუჩაში არ გადააგდოს მარტივად. გვჯერა, ნარჩენების დახარისხებითა და ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად მართვით შეგვიძლია, სამყაროსთვის ახალი ღირებულება შევქმნათ", — აღნიშნავს შალვა ახვლედიანი, თეგეტა გრინ პლანეტის დირექტორი.
ფესტივალის ყველა მხარდამჭერი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია იყო, რომელთაგან თითოეული მწვანე მომავალზეა ორიენტირებული და კონკრეტული პროექტებით წვლილი შეაქვს პლანეტის კეთილდღეობაში.
"მწვანე მომავალზე ორიენტირებული პროექტები თეგეტასთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, რომ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა თეგეტა ჰოლდინგის CSR სტრატეგიის პრიორიტეტული მიმართულებაა. მწვანე ბაზრის მხარდაჭერით, ვფიქრობ, შევძელით და კიდევ უფრო მეტ ადამიანს მივაწოდეთ ინფორმაცია ჩვენი შვილობილი ორგანიზაციის, თეგეტა გრინ პლანეტის შესახებ. ვიმსჯელეთ მის საქმიანობასა და განხორციელებულ პროექტებზე", — ამბობს ნათიკა ბერძული, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი.
3 და 4 ივნისს, 9 აპრილის ბაღში მწვანე ბაზრის სტუმრებს ფერადი, ხალისიანი გარემო, კარგი მუსიკა და უამრავი სასიამოვნო აქტივობა დახვდათ. ღონისძიების ყველა მონაწილეს ჰქონდა საკუთარი გზავნილი სტუმრებთან და ეს გზავნილები ეპასუხებოდა ჩვენი გარემოსთვის საჭირბოროტო სხვადასხვა საკითხს. საუბრების სერია, ვორქშოპები, თეგეტას ზონა, USAID-ისა და გაეროს სპიკერების გამოსვლები თუ საბავშვო აქტივობები საერთო — მდგრადი და მწვანე მიზნების კონტექსტით იყო გაერთიანებული.