საბურავი

საბურავი

„თეგეტა გრინ პლანეტმა“ საერთო მიზნის ფარგლებში მოაწყო დასაწყობების პუნქტები, სადაც სატრასნპორტო საშუალებების, მისაბმელების, ძრავიანი ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალებების საბურავების შეგროვება ხდება. 

აღნიშნულის შემდეგ დასაწყობებული საბურავების ტრანსპორტირება განხორციელდება შესაბამის კომპანიებში, სადაც მოხდება მათი უშუალო გადამუშავება.

საბურავების რეციკლირების შედეგად მიღებული პროდუქცია კი თავის მხრივ გამოიყენება არაერთ მიმართულებაში, როგორიცაა მშენებლობა, ფეხსაცმლის წარმოება, ასფალტის წარმოება და ა.შ.

2025 წელს, აგროვებული საბურავების ნარჩენების რეციკლირებისა და ენერგიის აღდგენის მაჩენებლები:
 
ენერგიის აღდგენა - 594.07 ტონა
რეციკლირება - 3889.8 ტონა
საბურავის ჩაბარება
შეავსე ფორმა, ჩააბარე საბურავების ნარჩენები მარტივად და გაუფრთხილდი გარემოს.
საბურავის ჩაბარება