24.05.2023
„თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორი, შალვა ახვლედიანი და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი სტუმრად გადაცემაში, „ბიზნეს პარტნიორი“

„თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორი, შალვა ახვლედიანი და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი სტუმრად გადაცემაში, „ბიზნეს პარტნიორი“

2023 წლის 18 აპრილს, „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორმა შალვა ახვლედიანმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესახებ ისაუბრა . გადაცემაში „ბიზნეს პარტნიორი“ შალვა ახვლედიანთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი იყო მიწვეული. 

„თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორმა, შალვა ახვლედიანმა ისაუბრა ორგანიზაციის მიერ, თბილისის შემოვლითი გზის საბურავებისგან გაწმენდის შესახებ. ასევე, განიხილეს ქვეყნის მაშტაბით, სპეციფიკური ნარჩენების კერების პრობლემები, რომელსაც უკანონოდ დაღვრილი ან დაყრილი ნარჩენები იწვევს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა სოლომონ პავლიაშვილმა აღნიშნა, რომ მგვ-ის ორგანიზაციების დაფუძნება და ამით ნარჩენების მართვის ახალი სისტემის დანერგვა კარგი მაგალითია სახელმწიფოსა და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის. 

სტუმრებმა განიხილეს არსებული გამოწვევები, ნარჩენების მართვის მიმართულებით და ასევე ისაუბრეს იმ წვლილზე, რომელიც მგვ-ის ორგანიზაციებისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლობამ, შეიძლება შეიტანოს აღნიშნული პრობლემების გადაწყვეტაში.