25.10.2023
თეგეტა გრინ პლანეტის ფლაერები თეგეტას ფილიალებშია

თეგეტა გრინ პლანეტის ფლაერები თეგეტას ფილიალებშია

„თეგეტა გრინ პლანეტის“ ორგანიზებით გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისა და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) ორგანიზაციების მიზნებისა და ვალდებულებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით „თეგეტა გრინს პლანეტის“ ფლაერები თეგეტას ფილიალებში განთავსდა. 

ჯანსაღი ეკოსისტემის შესაქმნელად „თეგეტა გრინ პლანეტ“ საავტომობილო ნარჩენებს აგროვებს და გადასამუშავებლად პარტნიორ საწარმოებს აბარებს. ფლაერების საშუალებით ორგანიზაცია საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას, რომ შეუძლიათ მეორადი ზეთის, აკუმულატორისა თუ საბურავის TGP-ისთვის გადმოცემა, რათა მოხდეს მათი ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად მართვა.

ორგანიზაციის უმთავრესი ღირებულება სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა, რაც საბოლოო ჯამში გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებას და გარემოს დაბინძურების პრევენციასა და შემცირებას უწყობს ხელს.