13.06.2023
თეგეტა გრინ პლანეტის გარემოსდაცვითი ვიდეო თეგეტას ფილიალებშია

თეგეტა გრინ პლანეტის გარემოსდაცვითი ვიდეო თეგეტას ფილიალებშია

თეგეტა გრინ პლანეტმა დაამზადა ვიდეო მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესახებ. ვიდეოში აღნიშნულია, რომ სპეციფიკური ნარჩენების დახარისხებით და მათი ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად მართვით, შეგვიძლია სამყაროსთვის ახალი ღირებულება შევქმნათ. 

ვიდეო განთავსებულია თეგეტა ჰოლდინგის ყველა სოციალურ გვერდზე. მათ შორის, ფეისბუქზე, ლინკდინზე და სხვ. ასევე გადის თეგეტა ჰოლდინგის ფილიალებში ეკრანებზე. ვიდეო მიზნად ისახავს საზოგადოებაში გარემოსდაცვითი საკითხებისადმი ცნობიერების ამაღლებას, რადგან ჰოლდინგში გვჯერა, რომ გარემოზე ზრუნვისას ერთობლივი ძალისხმევაა მნიშვნელოვანი.