26.07.2023
თეგეტა გრინ პლანეტის მიერ მხარდაჭერილი გარემოსდაცვითი კონკურსი - „ეკოსკოლელების გზავნილები“ დასრულდა
image
image

თეგეტა გრინ პლანეტის მიერ მხარდაჭერილი გარემოსდაცვითი კონკურსი - „ეკოსკოლელების გზავნილები“ დასრულდა

ორგანიზაციის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ინიციატივით შექმნილი კონკურსი - „ეკოსკოლელების გზავნილები“, სრულად, 7 ივლისს დასრულდა. გარემოსდაცვითი კონკურსი, რომლის მთავარი მხარდამჭერი „თეგეტა გრინ პლანეტი“ იყო, მიზნად ისახავდა სკოლის მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცოდნის ამაღლებას, ეკოაქტივზმის წახალისებასა და ცნობიერების გაზრდას.
 
 
კონკურსის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეები  ისეთი მანიშნებლების შექმნაში მონაწილეობდნენ, რომლებიც ჩვენს თანამოქალაქეებს აუცილებელ გარემოსდაცვით ქმედებებზე მიანიშნებს. კონკურსის გამარჯვებულები სხვადასხვა სასკოლო ასაკის მოსწავლეები აღმოჩნდნენ, მთელი საქართველოს მასშტაბით და თითოეულ მათგანი სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა. 
 
კონკურსში „ეკოსკოლელების გზავნილები“ მონაწილეობა შეეძლო საქართველოს ყველა სკოლის მოსწავლეს ინდივიდუალურად. ამისთვის მათ უნდა გაეგზავნათ სამუშაო თემებთან დაკავშირებული სლოგანები, რომლებიც მარტივად შეიძლება იქცეს საგზაო მანიშნებლად.
 
 
კონკურსი „ეკოსკოლელების გზავნილები“, მნიშვნელოვანი ეკოლოგიური გამოწვევების შესაბამისად, ოთხ ძირითად სამუშაო თემას აერთიანებდა. პროექტის მიზანი სკოლის მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცოდნის და უნარების განვითარებაა. „თეგეტა გრინ პლანეტ“ მუდმივად ცდილობს, სხვადასხვა აქტივობით, პატარა ასაკიდან ცნობიერების ამაღლებას ბავშვებში, რათა მათ შეძლონ შეაფასონ ნარჩენების მართვის პრობლემის სერიოზულობა და გააცნობიერონ გარემოს დაცვის მნიშვნელობა.
 
 პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებთან, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით.