10.07.2023
თეგეტა გრინ პლანეტის წარმომადგენელმა გაიარა ტრენინგი თემაზე: ნარჩენების მართვა, სტრატეგია, კანონმდებლობა და მათთან შესაბამისობის უზრუნველყოფა მართვის სისტემის მეთოდების გამოყენებით.
image
image

თეგეტა გრინ პლანეტის წარმომადგენელმა გაიარა ტრენინგი თემაზე: "ნარჩენების მართვა, სტრატეგია, კანონმდებლობა და მათთან შესაბამისობის უზრუნველყოფა მართვის სისტემის მეთოდების გამოყენებით".

15-17 ივნისს თეგეტა გრინ პლანეტის წარმომადგენელმა გაიარა საკონსულტაციო კომპანია OM-Group-ის მიერ კერძო სექტორის ხელშეწყობის მიზნით, დაგეგმილი სამ დღიანი ტრენინგი თემაზე: "ნარჩენების მართვა, სტრატეგია, კანონმდებლობა და მათთან შესაბამისობის უზრუნველყოფა მართვის სისტემის მეთოდების გამოყენებით".

ტრენინგი მიზნად ისახავდა მონაწილეების ინფორმირებას დღეისათვის არსებულ გარემოსდაცვით, უპირატესად ნარჩენების მართვისა და შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. მონაწილეები, პროექტის ფარგლებში, გაერკვნენ აღნიშნული მიმართულებით არსებულ საკანონმდებლო ცვლილებებში, გაეცნენ სიახლეებსა და მართვის სისტემების დანერგვის პრინციპებს.