10.07.2023
თეგეტა გრინ პლანეტის წარმომადგენლებმა კავკასიის რეგიონალური გარემოსდაცვითი ცენტრის შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

თეგეტა გრინ პლანეტის წარმომადგენლებმა კავკასიის რეგიონალური გარემოსდაცვითი ცენტრის შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

20 ივნისს თეგეტა გრინ პლანეტის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწიოლეობა კავკასიის რეგიონალური გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში. მონაწილეებმა “ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში” პროექტის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად განიხილეს გარემოსდაცვითი გამოწვევები საქართველო.

თეგეტა გრინ პლანეტის დირექტორმა, შალვა ახლვედიანმა, ისაუბრა საქართველოში ნარჩენების გადამუშავების კუთხით არსებული შავი ბაზრის პრობლემასა და საქართველოში გარემოსდაცვითი ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობაზე. უცხოელმა ექსპერტებმა შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარეს საერთაშორისო გამოცდილება მგვ-ის ნარჩენების შეგროვებისა და გადამუშავების არსებული და დაგეგმილი სისტემების შესახებ.