19.04.2024
უწყვეტად მიმდინარეობს სამზადისი დებატების ეროვნული ტურნირისთვის
image
image

უწყვეტად მიმდინარეობს სამზადისი დებატების ეროვნული ტურნირისთვის

2024 წლის 24 მარტს ჩატარდა მორიგი თემატური შეხვედრა დებატების ტურნირსთვის მოსამზადებლად. სკოლის მოსწავლეები შეხვდნენ თეგეტა გრინ პლანეტის დირექტორს, შალვა ახვლედიანსა და გარემოს დაცვითი მიმართულებით ექსპერტს, ეკა მიქაძეს.

შეხვედრაზე დებატების სკოლის მოსწავლეებმა გაიგეს მეტი ინფორმაცია საქართველოსა და ევროპაში არსებული გადამამუშავებელი პრაქტიკის შესახებ. მოსწავლეებმა განიხილეს სადებატო მხარეები და ექსპერტებთან ერთად იმსჯელეს უცხოურ გადამუშავების გამოცდილებაზე.

შეხვედრის ჩანაწერის მოსმენის და ტურნირის სამზადისისთვის მისი გამოყენების შესაძლებლობა მიეცა დებატების სკოლების 1000-ზე მეტ წარმომადგენელს, მოდებატეების დახურულ ჯგუფში.

--

„თეგეტა გრინ პლანეტსა“ და „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტს“ (GIDE) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის შედეგად, ხუთი თვის განმავლობაში, გაიმართება გარემოს დაცვის თემაზე დებატების ეროვნული ტურნირი მთელი საქართველოს მასშტაბით, რომლის მხარდამჭერი, „თეგეტა გრინ პლანეტთან“ ერთად, გაეროს განვითარების გლობალური ინიციატივა „კლიმატური დაპირებაა“. მასშტაბური ტურნირის  მიზანია, დებატების ტექნიკის გამოყენებით, გარემოსდაცვითი თემის პოპულარიზაცია, ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება და ცოდნის გაღრმავება.