„თეგეტა გრინ პლანეტის“ მიზანია სპეციფიკური ნარჩენების რაოდენობის შემცირება, რაც განხორციელდება მათი სეპარირებული შეგროვებით, გადამუშავებითა და მისგან ახალი პროდუქციის მიღებით.
ორგანიზაციის საქმიანობა მჭიდროდ და პირდაპირ არის დაკავშირშირებული ისეთ გლობალურ საკითხებთან გამკლავებაში როგორიცაა:
- გარემოს დაბინძურების პრევენცია და შემცირება;
- რესურსების მდგრადი გამოყენება;
- გლობალურ დათბობაზე ზემოქმედების შემცირება.
„თეგეტა გრინ პლანეტს“ მკაფიოდ აქვს გათვლილი სამომავლო გეგმები და ინიციატივები, რომელთა შესრულებაც რამდენიმე წლიანი პერიოდის განმავლობაში იგეგმება, კერძოდ:
- ნარჩენების სექტორის ინფრასტრუქტურაში კერძო ინვესტიციების მოზიდვა;
- ლიცენზირებული გადამამუშავებელი ქარხნებისა და სატრანსპორტო საშუალებების მოძიება და მათთან მჭირდო თანამშრომლობა;
- შეგროვების პუნქტების მოძიება/მოწყობა/ლეგალიზების სამუშაოების განხორციელება;
- ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.
კომპანია ვალდებულებას იღებს საბურავების ნარჩენების, საავტომობილო აკუმულატორების ნარჩენების და ნარჩენი ზეთების მართვაზე.''
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის N325 დადგენილების შესაბამისად, წლების მიხედვით, „თეგეტა გრინ პლანეტის“ მიერ საბურავების ნარჩენების შეგროვების მიზნობრივი მაჩვენებელი და შეგროვებული რაოდენობა:
- 2023 წლის სამიზნე რაოდენობა შეადგენდა 2,593.33 ტონას, ხოლო ორგანიზაციამ შეაგროვა 2,885.10 ტონა საბურავის ნარჩენი;
- 2024 წლის სამიზნე რაოდენობა შეადგენდა 3,100.09 ტონას, ხოლო ორგანიზაციამ შეაგროვა 3,905.75 ტონა საბურავის ნარჩენი;
- 2025 წლის იანვარი- ივნისის სამიზნე რაოდენობა შეადგენდა 2,178.34 ტონას, ხოლო ორგანიზაციამ შეაგროვა 2,254.93 ტონა საბურავის ნარჩენი.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის N327 დადგენილების შესაბამისად, წლების მიხედვით, „თეგეტა გრინ პლანეტის“ მიერ ნარჩენი ზეთების შეგროვების მიზნობრივი მაჩვენებელი და შეგროვებული რაოდენობა:
- 2023 წლის სამიზნე რაოდენობა შეადგენდა 985.93 ტონას, ხოლო ორგანიზაციამ შეაგროვა 779.69 ტონა ნარჩენი ზეთი;
- 2024 წლის სამიზნე რაოდენობა შეადგენდა 803.15 ტონას, ხოლო ორგანიზაციამ შეაგროვა 853.76 ტონა ნარჩენი ზეთი;
- 2025 წლის იანვარი- ივნისის სამიზნე რაოდენობა შეადგენდა 272.09 ტონას, ხოლო ორგანიზაციამ შეაგროვა 389.65 ტონა ნარჩენი ზეთი.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის N324 დადგენილების შესაბამისად, წლების მიხედვით, „თეგეტა გრინ პლანეტის“ მიერ აკუმულატორების ნარჩენების შეგროვების მიზნობრივი მაჩვენებელი და შეგროვებული რაოდენობა:
- 2023 წლის სამიზნე რაოდენობა შეადგენდა 2,275.88 ტონას, ხოლო ორგანიზაციამ შეაგროვა 1.158.33 ტონა აკუმულატორის ნარჩენი;
- 2024 წლის სამიზნე რაოდენობა შეადგენდა 2.646.47 ტონას, ხოლო ორგანიზაციამ შეაგროვა 1.879.70 ტონა აკუმულატორის ნარჩენი;
- 2025 წლის იანვარი- ივნისის სამიზნე რაოდენობა შეადგენდა 1,667.33 ტონას, ხოლო ორგანიზაციამ შეაგროვა 660.77 ტონა აკუმულატორის ნარჩენი.