„თეგეტა გრინ პლანეტის“ მიერ მოხდა ვადაგასული და მწყობრიდან გამოსული აკუმულატორების შეგროვების პუნქტების მოწყობა, დასაწყობებული აკუმულატორები კი გადაეცემა შესაბამის ქარხნებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ შემდგომ გადამუშავებას.
აკუმულატორების დაშლა-დემონტაჟის დროს ხდება ტყვიის შემცველი კომპონენტების გამოცალკევება სხვა ნარჩენებისგან. აკუმულატორების ნარჩენების გადამუშავების შემდეგ კი მიიღება ისეთი პროდუქტები როგორიცაა:
- ტყვიის სხმეულები;
- პლასტმასი;
- მინა-ბამბა;
- წიდა.