ხშირად დასმული კითხვები

ისეთი პროდუქტისგან წარმოქმნილი ნარჩენი, რომელიც თავისი მახასიათებლებისა და ფართო გავრცელების გამო ნარჩენად გადაქცევის შემდეგ მართვის სპეციფიკური ზომების მიღებასა და მოვლას საჭიროებს (ზეთი, აკუმულატორი, საბურავი და სხვა).

გარემოსდაცვითი მიდგომა, რომელიც მოიცავს მწარმოებლის პასუხისმგებლობას საკუთარ პროდუქტზე, ამ პროდუქტის მოხმარების შემდეგ ეტაპზეც, პროდუქტის სრული სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში.

მწარმოებლების მიერ ინდივიდუალურად ან კოლექტიურად შექმნილი არაკომერციული იურიდიული პირის სტატუსის მქონე ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელია მგვ-ის შესრულებაზე.

იმ მწარმოებლებსა და იმპორტიორებს, რომლებიც ახორციელებენ მგვ-ის დაქვემდებარებული პროდუქციის ბაზარზე პირველად განთავსებას.

• ნარჩენების, თითოეული ტიპის ნარჩენის მართვის რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, შეგროვება და დამუშავება; 
• სპეციფიკური ნარჩენების შეგროვებისა და რეციკლირების მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევა; 
• გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის განვითარება.

მგვ (მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების) ორგანიზაცია არის კოლექტიური სისტემა, რომელიც კომპანიებს ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაში ეხმარება. იმპორტიორებისთვის მგვ ორგანიზაციაში გაწევრიანება სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ვერ შეძლებენ პროდუქციის კანონიერ იმპორტსა და ბაზარზე განთავსებას. წევრობა კომპანიებს ადმინისტრაციული რესურსების დაზოგვაში, რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფასა და გარემოზე ზემოქმედების შემცირებაში ეხმარება. 

მგვ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომპანია ვერ შეძლებს კანონიერად განახორციელოს იმპორტი და ბაზარზე განათავსოს მგვ-ს რეგულირებას დაქვემდებარებული პროდუქცია. გარდა ამისა, მას შესაძლოა დაეკისროს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობაც.



გაწევრიანების მსურველ კომპანიებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ვებგვერდზე მითითებული საკონტაქტო არხების საშუალებით. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს კონსულტაციას, წევრობის პროცესის მხარდაჭერასა და მგვ ვალდებულებების შესრულებისთვის საჭირო მომსახურებას.



თეგეტა გრინ პლანეტი უზრუნველყოფს მგვ ვალდებულებების მართვას, ნარჩენების შეგროვებისა და გადამუშავების ორგანიზებას, მონაცემთა აღრიცხვასა და შესაბამისი ანგარიშგების პროცესის მხარდაჭერას.



დიახ. თეგეტა გრინ პლანეტის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი კომპანია, ბიზნესი ან ინდივიდუალური მეწარმე, რომელსაც მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებები ეკისრება, მიუხედავად მისი ზომისა. 

თეგეტა გრინ პლანეტი ხელს უწყობს ცირკულარული ეკონომიკის განვითარებას ნარჩენი საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების შეგროვებითა და გადამუშავებით. ამ გზით ორგანიზაცია უზრუნველყოფს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) რეგლამენტის მართვას, კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებას და გარემოზე ზემოქმედების შემცირებას.