პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში საჯარო ლექცია გაიმართა
2024 წლის 25 აპრილს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში საჯარო ლექცია გაიმართა. ლექცია დებატების ტურნირის სამზადისის ფარგლებში ჩატარდა, სადაც დებატების სკოლისა და კლუბების მოსწავლეებმა სხვადასხვა გარემოსდაცვით გამოწვევებზე იმსჯელეს, მათ შორის, კლიმატის ცვლილების, ნარჩენების მართვის, ბიომრავალფეროვნებისა და წყლის რესურსების შესახებ.
დებატების ეროვნული ტურნირის მიზანია დებატების ტექნიკის გამოყენებით გარემოსდაცვითი თემის პოპულარიზაცია და ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება. ტურნირი ხორციელდება პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში.
პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ხორციელდება გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. დებატების ეროვნული ტურნირი მხარდაჭერილია „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ.