14.02.2025
თეგეტა გრინ პლანეტის ხელმძღვანელი შალვა ახვლედიანი სტუმრად გადაცემაში “მონეტიზაცია“
image
image

თეგეტა გრინ პლანეტის ხელმძღვანელი შალვა ახვლედიანი სტუმრად გადაცემაში “მონეტიზაცია“

2025 წლის 12 თებერვალს, “თეგეტა გრინ პლანეტის” ხელმძღვანელმა, შალვა ახვლედიანმა,   “პალიტრა ნიუსის” ეთერში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში არსებულ გამოწვევებსა და ორგანიზაციების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. გადაცემაში „მონეტიზაცია“ შალვა ახვლედიანთან ერთად, მიწვეულები იყვნენ „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის“ ხელმძღვანელები ივანე მთვრალაშვილი და „საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაციის“ ხელმძღვანელი, გიორგი გულიაშვილი.

ხელმძღვანელები აღნიშნავენ, რომ წლიდან წლამდე უმჯობესდება ვითარება ნარჩენების მართვის მიმართულებით, თუმცა, მიუხედავად ხელშესახები პროგრესისა, კვლავ არსებობს ისეთი გამოწვევები, როგორიცაა გადამამუშავებელი საწარმოების ნაკლებობა და არასათანადო ინფრასტრუქტურა. ასევე, პრობლემას წარმოადგენს ცნობიერების დონე მოსახლეობაში და „შავი ბაზრების“ მეშვეობით სახიფათო ნარჩენების არასათანადო, არალეგალური მართვა.

დისკუსიის ფარგლებში, მგვ ორგანიზაციების ხელმძღვანელები განიხილავენ სამომავლო გეგმებს და საუბრობენ იმ საჭირო ნაბიჯებზე, რომლებიც არსებული გამოწვევების საპასუხოდ უნდა გადაიდგას მგვ ორგანიზაციების, სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობით.