„საქართველოს სასწავლო ცენტრის სკოლა ჯიელსის“ VI-IX კლასის მოსწავლეებს თეგეტა გრინ პლანეტისა და შაინ ენერჯის წარმომადგენლები ესტუმრნენ. თეგეტა გრინ პლანეტი ერთ-ერთი პირველი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელმაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ავტორიზაცია მიიღო მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (EPR) ფარგლებში. ორგანიზაცია უზრუნველყოფს გამოყენებული საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და გადამუშავებას ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების შესაბამისად.
შეხვედრის ფარგლებში VI-IX კლასის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიებში, მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ აქტივობებსა და სახალისო დავალებებში. მათ მიიღეს ცოდნა ნარჩენების მართვის, რესურსების დაზოგვისა და გარემოზე პასუხისმგებლიანი ზრუნვის მნიშვნელობის შესახებ. მოსწავლეებმა ასევე გაიგეს, თუ როგორ მუშაობს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სისტემა და რა როლი აქვს თითოეულ მოქალაქეს გარემოს დაცვის პროცესში.
აქტივობის დასასრულს, ჩართულობისა და აქტიური მონაწილეობისთვის მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები, რამაც მათი მოტივაცია და დადებითი ემოციები კიდევ უფრო გააძლიერა.
თეგეტა გრინ პლანეტისა და შაინ ენერჯის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ახალგაზრდა თაობაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ისეთი ცოდნის გაზიარება, რომელიც მათ მდგრადი და პასუხისმგებლიანი ქცევის ჩამოყალიბებაში დაეხმარება. აღნიშნული ვიზიტი საგანმანათლებლო აქტივობების ნაწილია, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები გარემოსდაცვით საკითხებს პრაქტიკული მაგალითებისა და ინტერაქციული ფორმატის საშუალებით ეცნობიან.
ინიციატივა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და მდგრადი ქცევის წახალისებას ემსახურება. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებისთვის იმართება შემეცნებითი პრეზენტაციები, საგანმანათლებლო თამაშები და ინტერაქციული აქტივობები, რომლებიც გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობასა და ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებს პრაქტიკული მაგალითებით აცნობს.