12.06.2026
თეგეტა გრინ პლანეტის წარმომადგენლები ბორჯომის სკოლებს ესტუმრნენ
image
image
image
image
image
image
image
image

თეგეტა გრინ პლანეტის წარმომადგენლები ბორჯომის სკოლებს ესტუმრნენ

გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა. სწორედ ამ მიმართულებით, თეგეტა გრინ პლანეტმა საგანმანათლებლო ინიციატივა დაიწყო, რომლის მიზანიც ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ფორმირებაა. 

თეგეტა გრინ პლანეტი 2022 წლიდან ფუნქციონირებს. ის ერთ-ერთი პირველი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელმაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ავტორიზაცია მოიპოვა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მგვ სისტემა თანამედროვე გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რომელიც უზრუნველყოფს სპეციფიკური ნარჩენების მათ შორის, გამოყენებული საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების - სრულ ციკლს: შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და გადამუშავებას, ხოლო შემდგომ მათ მართვას ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების შესაბამისად.

ინიციატივის ფარგლებში, კომპანიის წარმომადგენლები ბორჯომის N6, N3, N4 საჯარო სკოლებსა და ყვიბისის საჯარო სკოლას ესტუმრნენ, სადაც მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები, პრეზენტაციები და ინტერაქციული ვორქშოფები გამართეს.

ბორჯომი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რეგიონია, რომელიც უნიკალური ბუნებით, ტყის ეკოსისტემებითა და მინერალური წყლებით არის ცნობილი. სწორედ ამიტომ, გარემოს დაცვასა და ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვას ამ რეგიონის განვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ადგილობრივი ახალგაზრდების გარემოსდაცვითი განათლება და ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისთვის, რომ მომავალში ბორჯომმა შეინარჩუნოს თავისი ბუნებრივი მემკვიდრეობა და განაგრძოს განვითარება მდგრადი განვითარების პრინციპების შესაბამისად.

თეგეტა გრინ პლანეტი მოსწავლეებს აცნობს სპეციფიკური ნარჩენების მართვის მნიშვნელობას - როგორ უნდა მოვიქცეთ გამოყენებულ საბურავებთან, აკუმულატორებთან და ზეთებთან, რატომ არის მათი სწორი მართვა აუცილებელი გარემოს დაცვისთვის და როგორ უკავშირდება ეს პროცესი ცირკულარულ ეკონომიკას. მოსწავლეები ეცნობიან იმასაც, თუ როგორ შეიძლება ნარჩენი რესურსად გადაიქცეს და რა გავლენა აქვს თითოეული ადამიანის პასუხისმგებლიან ქცევას გარემოსა და საზოგადოების მდგრად განვითარებაზე.

ვიზიტებს ინტერაქციული და პრაქტიკული ფორმატი აქვს. პროგრამა იწყება პრეზენტაციებით, რის შემდეგაც მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობასა და საგანმანათლებლო თამაშში ერთვებიან, რაც მიღებული ცოდნის უკეთ გააზრებასა და დამახსოვრებას უწყობს ხელს. მონაწილეები აქტიურად სვამენ კითხვებს, მსჯელობენ გარემოსდაცვით გამოწვევებზე და თავადაც გვიზიარებენ საკუთარ იდეებს, თუ როგორ შეიძლება ადგილობრივ დონეზე უფრო ეკომეგობრული გარემოს შექმნა.

ვორქშოფის ბოლოს კი მონაწილეები სიმბოლური საჩუქრებით ჯილდოვდებიან, რაც მათ დამატებით მოტივაციას აძლევს და გარემოზე ზრუნვას უფრო საინტერესო და დასამახსოვრებელ გამოცდილებად აქცევს.