06.10.2026
შალვა ახვლედიანმა IRF-ის ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონულ კონგრესზე მდგრადი საგზაო ინფრასტრუქტურის თემაზე ისაუბრა
image
image

შალვა ახვლედიანმა IRF-ის ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონულ კონგრესზე მდგრადი საგზაო ინფრასტრუქტურის თემაზე ისაუბრა

თეგეტა გრინ პლანეტის დირექტორი, შალვა ახვლედიანი, საერთაშორისო საგზაო ფედერაციის (IRF Global) ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონული კონგრესის 4th IRF Europe & Central Asia Regional Congress & Exhibition-ის სპიკერი იყო.

კონგრესის მთავარი თემა იყო „ევროპისა და ცენტრალური აზიის დაკავშირება: მდგრადი, ჭკვიანი და უსაფრთხო გზები მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის“. სამდღიან ღონისძიებაზე საერთაშორისო და რეგიონული გამოცდილების მქონე ექსპერტებმა, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა და მკვლევრებმა საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები განიხილეს.

შალვა ახვლედიანი მონაწილეობდა სესიაში „მდგრადი საგზაო ინფრასტრუქტურა: კლიმატური რისკები, ემისიები და გრძელვადიანი ეფექტიანობა“, სადაც ყურადღება გამახვილდა იმაზე, თუ როგორ შეიძლება საგზაო ინფრასტრუქტურის გამძლეობისა და მდგრადობის გაძლიერება მისი მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, დაგეგმვიდან და დაპროექტებიდან მშენებლობის, მოვლა-პატრონობისა და განახლების ეტაპებამდე.

სესიაზე განხილულ მთავარ საკითხებს შორის იყო კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია, დაბალი ნახშირბადის შემცველი მასალების გამოყენება, ცირკულარული ეკონომიკის მიდგომები, გარემოსდაცვითი ეფექტიანობა და ისეთი გადაწყვეტილებების დანერგვა, რომლებიც საგზაო ინფრასტრუქტურის ხანგრძლივ და მდგრად ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.

საერთაშორისო დისკუსიაში შალვა ახვლედიანმა თეგეტა გრინ პლანეტის გამოცდილება და ხედვა წარმოადგინა. კომპანიის საქმიანობა პირდაპირ უკავშირდება ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებს - ნარჩენის რესურსად გარდაქმნას, პასუხისმგებლიან მართვასა და ისეთი მიდგომების განვითარებას, რომლებიც გარემოსდაცვით მიზნებს ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ საჭიროებებს უკავშირებს.

თეგეტა გრინ პლანეტი, როგორც მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ/EPR) მიმართულებით მოქმედი ორგანიზაცია, საქართველოში სხვადასხვა სპეციფიკური ნარჩენის, მათ შორის, გამოყენებული საბურავების, ნარჩენი ზეთებისა და აკუმულატორების შეგროვებისა და მართვის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამ მიმართულებით დაგროვილი პრაქტიკული გამოცდილება კი ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების რეალურ ბიზნეს და ინფრასტრუქტურულ გადაწყვეტილებებში ინტეგრირების ერთ-ერთი მაგალითია.

კონგრესზე გამართული დისკუსია ასევე შეეხო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და იმ პრაქტიკული გზების მოძიებას, რომლებიც ინფრასტრუქტურის მდგრადობას, გარემოსდაცვით ეფექტიანობასა და გრძელვადიან გამძლეობას გააძლიერებს.