14.12.2023
თეგეტა გრინ პლანეტის წარმომადგენლებმა, ბელგიაში, ნარჩენების მართვასა და ცირკულარული ეკონომიკის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა
image
image

თეგეტა გრინ პლანეტის წარმომადგენლებმა, ბელგიაში, ნარჩენების მართვასა და ცირკულარული ეკონომიკის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

თეგეტა გრინ პლანეტის წარმომადგენლებმა ბელგიაში გამართულ ვიზიტის ფარგლებში გარემოსდაცვით საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელ, დევორ პეკანსს,  ევროკომისიის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელ, მეთიუ ბუსკესა და ევროკომისიის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის თემატურ ოფიცერს, სანდრინ ბოუშამპს შეხვდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა უცხოელ ექსპერტებთან ერთად განიხილეს საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ხელშესაწყობად. მონაწილეებმა ისაუბრეს მგვ-ის ორგანიზაციების დაარსებისა და მათ მიერ გადადგმული ნაბიჯების მნიშვნელობაზე, ქვეყანაში მწვანე ეკონომიკისა და მოსახლეობაში გარემოსდაცვითი ქცევის განვითარებისთვის.

ქართული დელეგაციის წევრებმა ვიზიტის ფარგლებში გაიზიარეს მგვ-ის ევროპული პრაქტიკები და ჰქონდათ შესაძლებლობა ენახათ გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურა ბელგიაში. დელეგაციის წევრებმა უცხოელ ექსპერტებთან ერთად ისაუბრეს საქართველოს მიერ გადასადგმელ ნაბიჯებზე, რომელიც ქვეყნის მწვანე ტრანსფორმაციასა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.

თეგეტა გრინ პლანეტის წარმომადგნლებთან ერთად, დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი. ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციების წარმომადგენლები.