25.10.2023
თეგეტა გრინ პლანეტის წარმომადგენლებმა საქართველოს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ეროვნული გზამკვლევის შემუშავების მიზნით გამართულ პირველ პლენარულ სხდომაში მონაწილეობა მიიღეს

თეგეტა გრინ პლანეტის წარმომადგენლებმა საქართველოს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ეროვნული გზამკვლევის შემუშავების მიზნით გამართულ პირველ პლენარულ სხდომაში მონაწილეობა მიიღეს

2023 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირ „ორქისის“ ორგანიზებით, გაიმართა პლენარული სხდომა საქართველოს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ეროვნული გზამკვლევის შემუშავების მიზნით.

სხდომაზე მონაწილეებმა ისაუბრეს საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის განვითარების მნიშვნელობაზე. მონაწილეებმა განიხილეს ცირკულარული ეკონომიკის როლი მდგრადი განვითარების მიზნებსა და მწვანე ეკონომიკაში. სხდომაზე აღინიშნა ქვეყნის მიერ, წინ გადადგმული ნაბიჯები ცირკულარული ეკონომიკის განვითარების მიმართულებით და განიზასზღვრა ის პრიორიტეტული დარგები, სადაც ნარჩენების ხელმეორედ გადამუშავების მეტი შესაძლებლობა არსებობს.

მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის დონის შეფასებისის ძირითადი შედეგები და ისაუბრეს ქვეყნისთვის ცირკულარობის გზამკვლევის შემუშავებასთან დაკავშირებულ ასპექტებზე. 

ღონისძიება  გაიმართა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „მმართველობის რეფორმის ფონდი“ (GRF) ქვეპროექტის „ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა მმართველობისა და პოლიტიკის გასაძლიერებლად“ ფარგლებში, რომელსაც შვედეთის მთავრობა აფინანსებს.