08.08.2024
„თეგეტა გრინ პლანეტ“ „ეკოლიდერთა სკოლის“ გასვლითი შეხვედრის მხარდამჭერია
image
image
image
image

„თეგეტა გრინ პლანეტ“ „ეკოლიდერთა სკოლის“ გასვლითი შეხვედრის მხარდამჭერია

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული პროგრამის „ეკოლიდერთა სკოლა“ 2024 წლის სასწავლო კურსი დასრულდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი მოსწავლეებს შეხვდნენ და სერტიფიკატები გადასცეს.

„ეკოლიდერთა სკოლის“ მიზანია, ახალგაზრდა თაობისათვის გარემოსდაცვითი საკითხების სწავლება და ამ მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლება. ორი თვის განმავლობაში, მოსწავლეებს ლექციებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლები და მოწვეული სპეციალისტები უტარებდნენ.

მოსწავლეებმა სასწავლო კურსის ფარგლებში მიიღეს ინფორმაცია მდგრადი განვითარების მიზნების, ადამიანის უფლებების, ნარჩენების მართვის, დაცული ტერიტორიების, ბიომრავალფეროვნების, კლიმატის ცვლილების, ტყის მდგრადი მართვისა და გარემოსდაცვითი განათლების შესახებ.

კურსის დასასრულს, თეორიული სწავლების შემდეგ, მოსწავლეები პრაქტიკული ნაწილის ფარგლებში ალგეთის ეროვნულ პარკს, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს და შპს „პოლივიმს“ ესტუმრნენ, სადაც ნარჩენების გადამუშავების პროცესს ადგილზე გაეცნენ. გასვლითი შეხვედრების მხარდამჭერი „თეგეტა გრინ პლანეტ“ იყო.

მოსწავლეებს „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორი შალვა ახვლედიანი და თეგეტა მოტორსის შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თამარ დოლიძე, შეხვდნენ. შეხვედრაზე ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია ნარჩენების მართვის ეფექტიანობის, ეკომეგობრული ინიციატივებისა და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების შესახებ.
პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა. მასში მონაწილეობა მეცხრედან-მეთორმეტე კლასის ჩათვლით სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. მონაწილეთა შერჩევა კი კონკურსის საფუძველზე მოხდა.