13.11.2023
თეგეტა გრინ პლანეტის დირექტორმა ნარჩენების მართვისა და მგვ-ის ორგანიზაციების საქმიანობის დღგ-ით დაბეგვრის საკითხის განხილვაში მიიღო მონაწილეობა

თეგეტა გრინ პლანეტის დირექტორმა ნარჩენების მართვისა და მგვ-ის ორგანიზაციების საქმიანობის დღგ-ით დაბეგვრის საკითხის განხილვაში მიიღო მონაწილეობა

6 ნოემბერს საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ჩატარდა შეხვედრა ნარჩენების მართვისა და მგვ-ის ორგანიზაციების საქმიანობის დღგ-ით დაბეგვრის საკითხის შესახებ. შეხვედრაში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურისა და მგვ-ის ორგანიზაციების წამომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

შეხვედრაზე განიხილეს შემოსავლების სამსახურის მიერ შემოთავაზებული, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში შესატანი ცვლილებების პროექტი და მგვ-ის ორგანიზაციების დღგ-ით დაბეგვრის საკითხი. 

შემოსავლების სამსახურის მიერ, შემოთავაზებული პროექტი ადგენს მგვ-ის ორგანიზაციებისთვის გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის წესებს. პროექტი დადებითად იქნა შეფასებული, თუმცა განხილვის საფუძველზე, იგეგმება პროექტში მცირე კორექტირებების შეტანა.

შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს მგვ-ის ორგანიზაციების საგადასახადო დაბეგვრის თავისებურები და მგვ-ის ორგანიზაციების სავალდებულო სპეციფიკური საქმიანობიდან გამომდინარე დღგ-ით დაბეგვრის  საკითხზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საკითხის საბოლოოდ გადაჭრის მიზნით გაგრძელდება მგვ-ის ორგანიზაციებისა და ფინანსთა სამინისტრო წარმომადგენლებს შორის აქტიური კომუნიკაცია.